Facebook Twitter

ბს-1302-1262(კ-08) 15 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობისათვის საგზაო ფონდის გადასახადის _ 367275 ლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹29/2992 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე უარის თქმის ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობისათვის საგზაო ფონდის გადასახადის _ 367275 ლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹29/2992 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე უარის თქმის ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი განჩინების მიღებას. საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობისათვის დღგ-ს _ 1735555 ლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹29/2992 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე უარის თქმის ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან მოცემული საქმე ამავე ნაწილში მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობისათვის დღგ-ს _ 1735555 ლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹29/2992 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე უარის თქმის ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრებით, 2008 წლის 10 თებერვალს, 15.00 საათზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობისათვის საგზაო ფონდის გადასახადის _ 367275 ლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹29/2992 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინება “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობისათვის საგზაო ფონდის გადასახადის _ 367275 ლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹29/2992 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე უარის თქმის ნაწილში;

3. “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი “ბ.-ის” თბილისის წარმომადგენლობისათვის დღგ-ს _ 1735555 ლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹29/2992 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს მხარეთა დასწრებით, 2008 წლის 10 თებერვალს, 15.00 საათზე;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.