ბს-1303-1263(კ-08) 18 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ი-მა 20.12.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის, ი. რ-ას და მესამე პირის _ ნოტარიუს ნ. გ-ას მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის პრემიერის 13.12.01წ. ¹1122 განკარგულების, ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 27.08.01წ. ¹28 ოქმისა და 17.05.02წ. რეესტრი ¹.... ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.06.06წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ი. რ-ა მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა და საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად, ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა სიიდან ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური, მესამე პირთა სიიდან ნოტარიუსი ნ. გ-ა და მათ მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.06წ. გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მერიის, მესამე პირის _ ი. რ-ას მიმართ არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მ. ი-ს უარი ეთქვა ქ. თბილისის პრემიერის 13.12.01წ. ¹1122 განკარგულებისა და ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 27.11.01წ. ¹28 ოქმის ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.08წ. საოქმო განჩინებით მ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლების შესაბამისად აპელანტ მ. ი-ის წარმომადგენლის, ადვოკატ მ. პ-ას მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების ქსეროასლი დაუბრუნდა წარმომდგენს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.09.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.06წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.08წ. საოქმო განჩინება და 09.09.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.09.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.