¹ბს-1332-1291(კ-08) 2 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ «ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 12 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბორჯომის პოლიტექნიკურმა კოლეჯმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბორჯომის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹19-ში მდებარე, მის ბალანსზე რიცხული ქონების _ სპორტული დარბაზის 2004 წლის 28 დეკემბრის აუქციონის (პრივატიზების) შედეგების ბათილად ცნობა და მისი სამართლებრივი შედეგების გაუქმება; აღნიშნული სადავო ქონების საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღება.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეში თავდაპირველი მოპასუხე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯი შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტით; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯი ამ საქმეში ჩაერთო მესამე პირად.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის საოქმო განჩინებებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბორჯომის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოთი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილ იქნა არასათანადო, ხოლო ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯი _ სათანადო მოსარჩელედ; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც არასათანადო მოსარჩელე, შეიცვალა ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯით, როგორც სათანადო მოსარჩელით; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ საქმეში გადაყვანილ იქნა მესამე პირად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ «ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის» და სსიპ «საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ «ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «ბორჯომის პოლიტექნიკურმა კოლეჯმა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ «ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის» საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ «ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ «ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.