¹ბს-1363-1321(კ-08) 16 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. გ-ის, ი. მ-ის, მ. ვ-ის, ხ. თ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ას, ლ. თ-ას, ი. ე-ის, ნ. გ-ის, მ. ზ-ის, ო. წ-ას, ლ. ბ-ის, ნ. თ-ის, დ. ა-ის, თ. ხ-ის, ზ. ა-ისა და ვ. ბ-ის წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. გ-მა, ი. მ-მა, მ. ვ-ემ, ხ. თ-ემ, მ. მ-მა, მ. კ-ამ, ლ. თ-ამ, ი. ე-მა, ნ. გ-ემ, მ. ზ-ემ, ო. წ-ამ, ვ. ბ-ემ, ლ. ბ-ემ, ნ. თ-ემ, დ. ა-ემ, თ. ხ-მა, ნ. ჯ-ემ და ზ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2007 წლის 2 ოქტომბრის ¹101 დადგენილების ბათილად ცნობა; აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2007 წლის 2 ოქტომბრის ¹101 დადგენილების მოქმედების შეჩერება ამ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; საქმის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-ისა და სხვათა მოთხოვნა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მოგვიანებით, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა რ. ფ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ აჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ «ფოლკლორის კვლევის ცენტრის» მიმართ და დამატებით მოითხოვა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹423 ბრძანებისა და მოსარჩელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ «ფოლკლორის კვლევის ცენტრის» 2007 წლის 26 ნოემბრის ¹1 ბრძანების ბათილად ცნობა; თანამდებობებზე მოსარჩელეთა აღდგენა; მოსარჩელეთათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა სსიპ «ფოლკლორის კვლევის ცენტრის» სალიკვიდაციო კომისია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ლ. გ-ისა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა რ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ლ. გ-ის, ი. მ-ის, მ. ვ-ის, ხ. თ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ას, ლ. თ-ას, ი. ე-ის, ნ. გ-ის, მ. ზ-ის, ო. წ-ას, ვ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ნ. თ-ის, დ. ა-ის, თ. ხ-ის, ნ. ჯ-ისა და ზ. ა-ის წარმომადგენელ რ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ის, ი. მ-ის, მ. ვ-ის, ხ. თ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ას, ლ. თ-ას, ი. ე-ის, ნ. გ-ის, მ. ზ-ის, ო. წ-ას, ლ. ბ-ის, ნ. თ-ის, დ. ა-ის, თ. ხ-ის, ზ. ა-ისა და ვ. ბ-ის წარმომადგენელმა რ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრისა და 11 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. გ-ის, ი. მ-ის, მ. ვ-ის, ხ. თ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ას, ლ. თ-ას, ი. ე-ის, ნ. გ-ის, მ. ზ-ის, ო. წ-ას, ლ. ბ-ის, ნ. თ-ის, დ. ა-ის, თ. ხ-ის, ზ. ა-ისა და ვ. ბ-ის (მოსარჩელეები) წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 20 ნოემბრისა და 11 დეკემბრის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის, ი. მ-ის, მ. ვ-ის, ხ. თ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ას, ლ. თ-ას, ი. ე-ის, ნ. გ-ის, მ. ზ-ის, ო. წ-ას, ლ. ბ-ის, ნ. თ-ის, დ. ა-ის, თ. ხ-ის, ზ. ა-ისა და ვ. ბ-ის წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. გ-ის, ი. მ-ის, მ. ვ-ის, ხ. თ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ას, ლ. თ-ას, ი. ე-ის, ნ. გ-ის, მ. ზ-ის, ო. წ-ას, ლ. ბ-ის, ნ. თ-ის, დ. ა-ის, თ. ხ-ის, ზ. ა-ისა და ვ. ბ-ის წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.