Facebook Twitter

ბს-1370-1328(კ-08) 11 თებრვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

24.12.07წ. ქუთაისის საქალაქო სარჩელით მიმართა ლ. ბ-ამ და მოითხოვა დავალებოდა ქუთაისის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს მისთვის საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, .... ქ. ¹217/19-ში და გაეფორმებინა მასთან პრივატიზების ხელშეკრულება.

21.01.08წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის თანხმობით არასათანადო მოპასუხე ქუთაისის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ქუთაისის მერიით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.04.08წ. გადაწყვეტილებით ლ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა ქუთაისის მერიას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ქუთაისში, .... ქ. @¹217-ში მდებარე ბინა 19-ის ლ. ბ-ას საკუთრებაში გადაცემის შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გასცეს საკუთრების უფლების მოწმობა აღნიშნულ ფართზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.04.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ბ-ას მიერ, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.09.08წ. განჩინებით ლ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.04.08წ. გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ამ და ახალი გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 09.09.08წ განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.