Facebook Twitter

ბს-1372-1311(კ-09) 19 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

განიხილა თ. ხ-იას 16.10.09წ. განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.09წ. განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

სასამართლომ გამოარკვია:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.09წ. განჩინებით თ. ხ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 18.03

2009წ. გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზუგდიდის რეგისტრატურის მიერ 2005 წლის 2 აგვისტოს ქ. ზუგდიდი, ... ქ. ¹167-ში მდებარე ქონებაზე შედგენილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (მესაკუთრე თ. ხ-ია) – მიწის უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ¹43/35/01/102, განაცხადის რეგისტრაცია ¹43/05/01703.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-იამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.09 განჩინების გაუქმება.

თ. ხ-იამ 2009 წლის 16 ოქტომბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და ითხოვა მის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კასატორის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა თ. ხვიტიამ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევს, რომ თ. ხვიტიას საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ვინაიდან კასატორმა – თ. ხ-იამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი, ხოლო მის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება წყდება, თ. ხ-იას მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ხ-იას განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. თ. ხ-იას საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. თ. ხ-იას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.