ბს-1382-1340(კ-08) 18 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ო-მა 09.08.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ხელვაჩაურის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1860 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მ. ო-ის უფლებამონაცვლე რ. ო-მა 27.06.07წ. სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ..... კოლმეურნეობა-კომბინატის მიმართ, რომლითაც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად თხილნარის თემის საკრებულოს უფლებამონაცვლის მიმართ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 25.01.01წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 29.11.07წ. გადაწყვეტილებით რ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ, ¹2-878 სამოქალაქო საქმეზე, 25.01.01წ. გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ მ. ო-ის უფლებამონაცვლის, რ. ო-ის სასარგებლოდ მოვალე თხილნარის თემის საკრებულოს უფლებამონაცვლის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 29.11.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და რ. ო-თვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.09.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 29.11.07წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონის თხილნარის თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო .... კოლმეურნეობა-კომბინატის უფლებამონაცვლედ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... კოლმეურნეობა-კომბინატის სალიკვიდაციო კომისია, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, კრედიტორ რ. ო-ის სასარგებლოდ უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.09.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.09.08წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.