Facebook Twitter

¹ბს-1383-1341(კ-08) 12 იანვარი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. გ-ის, ი. და ა. ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 2 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – მ. გ-ის, ა. და ი. ბ-ის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. ქ. .... ქ. ¹100-ში, 1995 წლის 28 თებერვალს ქობულეთის დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ თ. ბ-ზე გაცემული ¹013842 ორდერის გაუქმება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1995 წლის 28 თებერვალს გაცემული ¹013842 ორდერი; მ. გ-ე, ა. და ი. ბ-ები გამოსახლებულ იქნენ ბინიდან, მდებარე, ქ. ქ. .... ქ. ¹100/48-ში. ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაჰბარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 რეგიონალურ სამმართველოს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. გ-მ, ა. და ი. ბ-ბმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. გ-ის, ა. და ი. ბ-ების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო; მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მ. გ-ის, ა. და ი. ბ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს მ. გ-მ, ა. და ი. ბ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. გ-ის, ა. და ი. ბ-ების საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის, ა. და ი. ბ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მ. გ-ის, ა. და ი. ბ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ემ, ი. და ა. ბ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მ. გ-ის, ა. და ი. ბ-ების საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ის, ა. და ი. ბ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, კასატორებს დაევალათ წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრათ ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

აღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნათ 2008 წლის 20 ნოემბერს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ კასატორ ა. ბ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა პირადად 2008 წლის 26 ნოემბერს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მ. გ-ეს, ა. და ი. ბ-ებს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდათ 2008 წლის 8 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორების მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. გ-ის, ი. და ა. ბ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის, ი. და ა. ბ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.