ბს-1399-1357(კ-08) 9 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს «თ»-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 20 აგვისტოს სს «ს»-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა სს «თ»-ზე. მოსარჩელემ მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იმ ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლის თანახმადაც, მიწა, რომელზეც განლაგებული იყო 244 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისში, ...-ის ¹64-ში, რომელიც წარმოადგენდა სს «ს»-ის საკუთრებას, საკუთრების უფლებით აღირიცხა სს «თ»-ს სახელზე; გასაჩივრებული აქტების _ რეესტრში განხორციელებული ჩანაწერების მოქმედების შეჩერება. მოსარჩელემ მოგვიანებით დამატებით დააზუსტა სარჩელი და მიუთითა იმ რეესტრის ჩანაწერის მოქმედების შეჩერებაზე, რომლის ბათილად ცნობასაც იგი მოითხოვდა.
2007 წლის 9 ოქტომბერს სს «თ»-მ დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა სს «ს»-ზე. მოსარჩელემ მოითხოვა: ქ. თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს იმ ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, მოხდა 244 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართისა და 540 კვ.მ განაშენიანების ფართის რეგისტრაცია სს «ა»-ზე.
2007 წლის 12 ნოემბერს სს «თ»-მ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. თბილისის მერიის, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, ს/კ ბანკ «ე» და სს «ს» მიმართ. მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და მოითხოვა: ქ. თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის 18 ივნისის ქონების აღრიცხვის ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, ქ. თბილისში, ....ის ¹64-ში მდებარე უძრავი ქონება აღირიცხა ს/კ ბანკ «ს»-ზე; ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურული სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1996 წლის 3 ივლისს შედგენილი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის ბათილად ცნობა; შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1996 წლის 11 ივლისის ¹269 განკარგულებისა და მის საფუძველზე ტექბიუროს მიერ განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა; ქ. თბილისში, ...ის ¹64-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 1996 წლის 13 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, რომელიც გაფორმებულ იქნა ს/კ ბანკ «ს»-სა და ს/კ ბანკ «ე»-ს შორის, ასევე ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ტექბიუროში განხორციელებული სააღრიცხვო ჩანაწერის ბათილად ცნობა; ქ. თბილისში, ...ის ¹64-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 1998 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, რომელიც გაფორმებულ იქნა ს/კ ბანკ «ე»-სა და სს «ა»-ს შორის, ასევე ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ტექბიუროში განხორციელებული სააღრიცხვო ჩანაწერის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სს «ს»-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; სს «თ»-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის 18 ივნისის ქონების აღრიცხვის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ქ. თბილისში, ...-ის ¹64-ში მდებარე უძრავი ქონება აღირიცხა ს/კ ბანკ «ს»-ზე; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურული სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1996 წლის 3 ივლისს შედგენილი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი; ბათილად იქნა ცნობილი შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1996 წლის 11 ივლისის ¹269 განკარგულება და მის საფუძველზე, ტექბიუროს მიერ განხორციელებული სააღრიცხვო ჩანაწერი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...-ის ¹64-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 1996 წლის 13 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულ იქნა ს/კ ბანკ «ს»-სა და ს/კ ბანკ «ე»-ს შორის და ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ტექბიუროში განხორციელებული სააღრიცხვო ჩანაწერი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...-ის ¹64-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 1998 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულ იქნა ს/კ ბანკ «ე»-სა და სს «ა»-ს შორის და ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ტექბიუროში განხორციელებული სააღრიცხვო ჩანაწერი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «ს»-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება და სს «თ»-ს დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს «თ»-ს სარჩელი და სს «თ»-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინებით სს «ს»-სა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «თ»-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს «თ»-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «თ»-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სს «თ»-ს წარმომადგენელ თ. ჭ.-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «თ»-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინება;
3. სს «თ»-ს წარმომადგენელ თ. ჭ.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.