Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1411-1347(კ-09) 25 დეკემბერი, 2009წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ე. გ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.09წ. გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.09წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 26.12.08წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არარა აქტად იქნა აღიარებული ... მეკომურთა საერთო კრების 26.03.2000წ. დადგენილება, ბათილად იქნა ცნობილი 29.04.2000წ. ¹22/9-77 მიღება-ჩაბარების აქტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 02.05.08წ. ¹58 საოქმო გადაწყვეტილება ნ. ა-ძისა და ე. გ-ძის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.03.08წ. ¹33 საოქმო გადაწყვეტილება ე. გ-ძის მიმართ, 20.03.08წ. ¹6831 საკუთრების უფლების მოწმობა, გაცემული ე. გ-ძეზე, გაუქმდა საჯარო რეესტრის ჩანაწერი ე. გ-ძეზე, განხორციელებული არარა აქტად აღიარებული ... მეკომურთა საერთო კრების 26.03.2000წ. დადგენილების, ბათილად ცნობილი: 29.04.2000წ. ¹22/9-77 მიღება-ჩაბარების აქტის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.03.08წ. ¹33 საოქმო გადაწყვეტილების (ე. გ-ძის მიმართ) და 20.03.08წ. საკუთრების უფლების ¹6831 მოწმობის (გაცემული ე. გ-ძეზე) საფუძველზე, ნ. ა-ძის სასარჩელო მოთხოვნა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ რეგისტრაციაში გაეტარებინა მის სახელზე ¹6457 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., საერთო ფართით 1 736 კვ.მ, არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს 31.07.09წ. განჩინება მეკომურთა კრების 26.03.2000წ. დადგენილების არარად ცნობის, 29.04.2000წ. ¹22/9-77 მიღება-ჩაბარების აქტის, მოპასუხე კომისიის 20.03.08წ. ¹33 საოქმო გადაწყვეტილების ე. გ-ძის ნაწილში და ¹6831 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ე. გ-ძის საკუთრების შესახებ გაუქმების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული ნაწილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ა-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.10.09წ. განჩინებით ე. გ-ძეს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დგინდება, რომ აღნიშნული განჩინება ე. გ-ძეს 14.11.09წ. ჩაბარდა საკასაციო საჩივარზე მითითებულ მისამართზე. მიუხედავად ამისა, ე. გ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და მას არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს საკასაციო პალატისთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.09წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.