Facebook Twitter

ბს-14-14(კ-09) 30 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 13 ივნისს გახრიმან მამედოვმა, ო. ა.-მ, თ. პ.-მა, მ. ი.-მ, გ. ხ.-მ, ა. გ.-მ, გ. უ.-მ, ა. ფ.-მ, გ. კ.-მ, ე. ნ.-მა, ს. ჟ.-მ, ჯ. ა.-მ, ჯ. ფ.-მ, ბ. მ.-მ, ზ. გ.-მ, გ. პ.-მ, მ. მ.-მ და ა. გ.-მ (ფოსტის მეშვეობით) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მსახურობდნენ 1998 წლიდან 2001 წლის 10 მარტამდე და მოითხოვეს გ. მ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1287,04 ლარის, ო. ა.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1209,15 ლარის, თ. პ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1054,24 ლარის, მ. ი.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1403,74 ლარის, გ. ხ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1407,46 ლარის, ა. გ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1407,46 ლარის, გ. უ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 2988,45 ლარის, ა. ფ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1416,62 ლარის, გ. კ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1407,46 ლარის, ე. ნ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 2683,65 ლარის, ს. ჟ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1416,62 ლარის, ჯ. ა.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 3237,02 ლარის, ჯ. ფ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1407,46 ლარის, ბ. მ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 3347,87 ლარის, ზ. გ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1248,08 ლარის, გ. პ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1054,24 ლარის, მ. მ.-ს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 939,05 ლარისა და ა. გ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1248,08 ლარის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელფასო დავალიანების სახით, დაეკისრა გ. მ.-ის სასარგებლოდ 579,04 ლარის, ო. ა.-ის სასარგებლოდ _ 522,57 ლარის, თ. პ.-ის სასარგებლოდ _ 503,69 ლარის, მ. ი.-ის სასარგებლოდ _ 577,74 ლარის, გ. ხ.-ის სასარგებლოდ _ 581,46 ლარის, ა. გ.-ის სასარგებლოდ _ 581,46 ლარის, გ. უ.-ის სასარგებლოდ _ 1410,25 ლარის, ა. ფ.-ის სასარგებლოდ _ 590,62 ლარის, გ. კ.-ის სასარგებლოდ _ 1544,92 ლარის, ე. ნ.-ის სასარგებლოდ _ 1300,85 ლარის, ს. ჟ.-ის სასარგებლოდ _ 590,62 ლარის, ჯ. ა.-ის სასარგებლოდ _ 1537,42 ლარის, ჯ. ფ.-ის სასარგებლოდ _ 581,46 ლარის, ბ. მ.-ის სასარგებლოდ _ 1648,27 ლარის, ზ. გ.-ის სასარგებლოდ _ 1248,08 ლარის, გ. პ.-ის სასარგებლოდ _ 438,87 ლარის, მ. მ.-ს სასარგებლოდ _ 408,46 ლარისა და ა. გ.-ის სასარგებლოდ _ 575,99 ლარის ანაზღაურება; სასარჩელო მოთხოვნა კვების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 15 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; დადგინდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.