ბს-1415-1351(კ-09) 29 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე პაატა სილაგაძე
საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. ხ-იას საკასაციო საჩივარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინებაზე და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებიდან, კერძოდ, გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების საფოსტო (შპს «...») ბარათიდან ირკვევა, რომ მ. ხ-იას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) მითითებულ მისამართზე _ ქ. ზუგდიდი, ... ქ. ¹28, ჩაჰბარდა 2009 წლის 13 აგვისტოს (ს.ფ. 180), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე ფოსტის მეშვეობით საკასაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 16 სექტემბერს, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის ამოიწურა 2009 წლის 14 სექტემბერს (ორშაბათი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ხ-იამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, აღნიშნული ნაწილის ნორმის თანახმად კი, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლოს მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ-იას საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს მ. ხ-იას საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.