Facebook Twitter
ბს-1418-1376(კ-08)

ბს-1418-1376(კ-08) 1 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ბ-ძისა და ჯ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

11.12.95წ. გ. თ-იამ, თ. მ-ძემ, დ. დ-ძემ, თ. ჯ-ძემ, ნ. ი-ძემ, ვ. ლ-ავამ, ვ. გ-უამ, თ. ი-შვილმა, ლ. მ-ძემ, ლ. დ-ძემ, ც. ვ-ძემ, ნ. ბ-ძემ, ლ. მ-შვილმა და ვ. ნ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს. მოსარჩელეებმა მოპასუხე რ. ბ-შვილი-შ-ძისა და ჯ. გ-ძისათვის ქ. თბილისში, ... ქ. ¹... მდებარე საცხოვრებელ სახლზე დაშენების უფლების შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილების, მის საფუძველზე გაცემული პროექტის უკანონოდ ცნობა და მოპასუხეებისათვის სახლზე დაშენების აკრძალვა მოითხოვეს.

მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 18.01.96წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.03.96წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა.

10.01.97წ. დ. დ-ძემ და თ. ჯ-ძემ სასამართლოში წარადგინეს დამატებითი სარჩელი, რომლითაც ა. ღ-ძისათვის ქ. თბილისში, ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენის _ 72 კვ.მ ფართობის დამხმარე სათავსოდ გამოყოფის თაობაზე ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის არასაცხოვრებელი ფართობის გამანაწილებელი კომისიის 14.12.95წ. გადაწყვეტილების და 20.12.95წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების _ ა. ღ-ძისათვის ქ. თბილისში, ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენის, 72 კვ.მ ფართობის, პრივატიზაციის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა საქმის განხილვის სტადიაზე, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს საქმიდან ზოგიერთი მათგანის ამორიცხვის თაობაზე, ვინაიდან შეიცვალა ვითარება და მოსარჩელეთა ნაწილმა დაკარგა დავისადმი ინტერესი, შემცირდა მათი რაოდენობა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 02.10.2000წ. განჩინებითY ვ. გ-უა, ც. ვ-ძე, ნ. ბ-ძე, ვ. ნ-ია, ვ. ლ-ავა და ლ. მ-შვილი ამოირიცხნენ მოსარჩელეთა სიიდან. მოსარჩელეებმა დააზუსტეს მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვეს თბილისის მთაწმინდის რაიონის 31.07.95წ. ¹4-08471 განკარგულების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც მოპასუხე ჯ. გ-ძეს ნება დაერთო ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე მისი ბინის თავზე ერთი სართული დაეშენებინა, ჯ. გ-ძესა და მ. ბ-ძის ბინის თავზე ერთი სართულის დაშენების პროექტის დაკმაყოფილების თაობაზე თბილისის მთავარი არქიტექტურის 31.08.95წ. ¹235 ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 01.07.95წ. ¹4-08471 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამავე რაიონის გამგეობის 14.12.95წ. განკარგულების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც მოპასუხეებს ჯ. გ-ძესა და ა. ღ-ძეს ნება დაერთოთ მათი ბინის თავზე ერთი სართულის დაშენებისა, ა. ღ-ძისა და ჯ. გ-ძისათვის ქ. თბილისში, ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დაშენების აკრძალვა და სახლის სახურავის პირველდელ მდგომარეობაში მოყვანა, მოპასუხე ა. ღ-ძისათვის სხვენის 72 კვ.მ. ფართის დამხმარე სათავსოდ გადაცემის თაობაზე ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასაცხოვრებელი ფართის გამანაწილებელი კომისიის 14.12.95წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 20.12.95წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლითაც ა. ღ-ძეს გადაეცა ქ. თბილისში, ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენის 72 კვ.მ ფართობი.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 03.07.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.10.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 03.07.01წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. დ-ძემ, თ. ჯ-ძემ, ნ. ი-ძემ, თ. ი-შვილმა, ლ. მ-ძემ, ლ. დ-ძემ, ნ. ჭ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.07.04წ. განჩინებით კასატორების, დ. დ-ძის, თ. ჯ-ძის, ნ. ი-ძის, თ. ი-შვილის, ლ. მ-ძის, ლ. დ-ძის, ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.10.03წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 03.07.01წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. დ-ძის, თ. ჯ-ძის, ნ. ი-ძის, თ. დ-ძის, თ. ი-შვილის, ლ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მთაწმინდის რაიონის გამგეობის 31.07.95წ. განკარგულება ჯ. გ-ძისათვის ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე მდებარე თავისი ბინის თავზე ერთი სართულის დაშენების ნების დართვის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი მთავარი არქიტექტორის 31.08.095წ. ¹235 ბრძანება ჯ. გ-ძის და მ. ბ-ძის ბინის თავზე ერთი სართულის დაშენების პროექტის დამტკიცების თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი მთაწმინდის რაიონის გამგეობის 14.12.95წ. განკარგულება ამავე რაიონის გამგეობის 31.07.95წ. ¹4-08471 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც ჯ. გ-ძეს და ა. ღ-ძეს ნება დაერთოთ ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თავიანთ ბინების თავზე დაეშენებინათ ერთი სართული, ბათილად იქნა ცნობილი მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასაცხოვრებელი ფართობის გამნაწილებელი კომისიის 14.12.95წ. გადაწყვეტილება ა. ღ-ძისათვის სხვენის, 72 კვ.მ ფართის, დამხმარე სათავსოდ გადაცემის თაობაძე, ბათილად იქნა ცნობილი 20.12.95წ. პრივატიზების ხელშეკრულება თბილისში, ... ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენის 72 კვ.მ–ის ა. ღ-ძის მიერ პრივატიზების შესახებ, ა. ღ-ძისა და ჯ. გ-ძის სახურავის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალდებულების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-ძემ და ჯ. გ-ძემ. კასატორებმა გასაჩივებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ბ-ძისა და ჯ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ბ-ძისა და ჯ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორ ჯ. გ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70 პროცენტი, 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ-ძისა და ჯ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორ ჯ. გ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70 პროცენტი, 210 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი _ 300773150, გადახდის დანიშნულება სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222;

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.