Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1429-1365(კ-09) 9 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ე. გ-ძის, ჰ. კ-ძის, ა. ბ-ძის, ზ. ზ-იანის, კ. ბ-ძის, მ. მ-ძის, პ. ჯ-შვილისა და ა. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს მთავრობის, ,,...’’ .... სამშენებლო კომპანიის მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის განჩინებით ა. მ-შვილის, ე. გ-ძის, რ. კ-ძისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ბ-ძემ, დ. გ-ძემ, რ. კ-ძემ, თ. ზ-ძემ, შ. ბ-ძემ, ნ. გ-ძემ, თ. გ-ძემ, ლ. ზ-ძემ, კ. მ-ძემ, ვ. გ-შვილმა, ა. მ-იანმა, მ. ა-იანმა, გ. ი-ძემ, ი. ბ-ძემ, ვ. ზ-ძემ, ე. გ-ძემ, ჰ. კ-ძემ, ა. ბ-ძემ, ზ. ზ-იანმა, კ. ბ-ძემ, მ. მ-ძემ, პ. ჯ-შვილმა და ა. მ-შვილმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ძისა და დ. გ-ძის მოთხოვნის ნაწილში დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ რ. კ-ძის, ე. გ-ძის, ჰ. კ-ძის, თ. ზ-ძის, შ. ბ-ძის, ა. ბ-ძის, ზ. ზ-იანის, კ. ბ-ძის, ნ. გ-ძის, ი. ბ-ძის, მ. მ-ძის, თ. გ-ძის, ზ. ი-ძის, ლ. ზ-ძის, კ. მ-ძის, ვ. ზ-ძის, ვ. გ-შვილის, ა. მ-იანის, პ. ჯ-შვილის, მ. ა-იანის, ა. მ-შვილისა და გ. ი-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებულ საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილები კასატორებს ჩაბარდათ 2009 წლის 27 ნოემბერს. შესაბამისად, კასატორებს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურათ 2009 წლის 7 დეკემბერს. კასატორებმა _ ე. გ-ძემ, ჰ. კ-ძემ, ა. ბ-ძემ, ზ. ქ-იანმა, კ. ბ-ძემ, მ. მ-ძემ, პ. ჯ-შვილმა და ა. მ-შვილმა მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

2009 წლის 9 დეკემბერს კასატორების წარმომადგენელმა ა. თ-შვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ე. გ-ძის, ჰ. კ-ძის, ა. ბ-ძის, ზ. ქ-იანის, კ. ბ-ძის, მ. მ-ძის, პ. ჯ-შვილისა და ა. მ-შვილის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებს კასატორების წარმომდგენლის შუამდგომლობის საფუძვლიანობას (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს ცნობა კასატორების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და სხვა), რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ე. გ-ძის, ჰ. კ-ძის, ა. ბ-ძის, ზ. ქ-იანის, კ. ბ-ძის, მ. მ-ძის, პ. ჯ-შვილისა და ა. მ-შვილის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ე. გ-ძის, ჰ. კ-ძის, ა. ბ-ძის, ზ. ქ-იანის, კ. ბ-ძის, მ. მ-ძის, პ. ჯ-შვილისა და ა. მ-შვილის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.