Facebook Twitter
ბს-1447-1381(კ-09) 6 ნოემბერი, 2009 წელი

ბს-1447-1381(კ-09) 6 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარ ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე პაატა სილაგაძე

საკასაციო სასამართლო გაეცნო წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორ გ. გ-ძის წარმომადგენელ ა. ბ-აიას საკასაციო საჩივარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებაზე და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს.

საქმის მასალებიდან, კერძოდ, გზავნილების ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინებიდან (შპს «...») ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი წვრილ საბითუმო ბაზას (ყარაული ს. ც-ძეს) ჩაჰბარდა 2009 წლის 16 აგვისტოს (ტ. 2 ს.ფ. 207), რაც დასტურდება ამავე გზავნილზე მითითებული თარიღითა და ყარაულის ხელმოწერით. წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის წარმომადგენელმა ა. ბ-აიამ აღნიშნულ განჩინებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით საკასაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 9 ოქტომბერს.

ამდენად, წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის წარმომადგენლის ა. ბ-აიას საკასაციო საჩივარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის ამოიწურა 2009 წლის 17 სექტემბერს (ხუთშაბათი), აღნიშნული ნაწილის ნორმის თანახმად კი, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორ გ. გ-ძის წამომადგენელ ა. ბ-აიას საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორ გ. გ-ძის წარმომადგენელ ა. ბ-აიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.