ბს-1456-1390(3კ-09) 17 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 30 ივნისს ი/მ გ. მ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენისა და დღგ-ს პირადი აღრიცხვის ბარათებში შესწორების შეტანის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებით განსახილველ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს ,,...’’, შპს ,,...’’, ი/მ ფ. თ-ძე, ი/მ ჯ. ბ-ძე, შპს «...», ი/მ შ. დ-ძე, ი/მ ა. მ-ძე, ი/მ რ. მ-ძე, შპს «...», ი/მ ს. დ-ძე, ი/მ მ. დ-ძე, შპს «...», ი/მ ვ. მ-ძე, შპს «...», ი/მ ლ. გ-ძე, ი/მ ა. მ-ძე, ი/მ მ. ვ-ძე, ი/მ რ. ბ-ძე, ი/მ რ. ჩ-ძე, ი/მ გ. მ-ძე, შპს «...» და ი/მ ზ. ქ-შვილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ი/მ გ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა ი/მ გ. მ-ძისათვის 18 715,59 ლარის ოდენობით გაუქმებული დღგ-ს ჩათვლის აღდგენა ანგარიშ-ფაქტურებზე: აა 70 ¹040333; აა 70 ¹034836; აა 70 ¹034858; აა 70 ¹025855; აა 68 ¹008790; აა 68 ¹009123; აა 68 ¹009822; აა 68 ¹012927; აა 68 ¹005511; აა 68 ¹005524; აა 68 ¹011743; აა 68 ¹013531; აა 68 ¹013506; აა 68 ¹014103; აა 68 ¹014743; აა 68 ¹014869; აა 68 ¹014880; აა 68 ¹014883; აა 68 ¹014898; აა 68 ¹017634; აა 68 ¹017699; აა 68 ¹019110; აა 68 ¹019614; აა 68 ¹019654; აა 66 ¹001585; აა 66 ¹001661; აა 67 ¹008622; აა 70 ¹034141; აა 70 ¹034410; აა 70 ¹040600; აა 70 ¹042791; აა 70 ¹052964; აა 70 ¹067416; აა 70 ¹069782; აა 70 ¹071317; აა 70 ¹039723; აა 70 ¹035089; აა 70 ¹060670; აა 70 ¹055210; აა 70 ¹055202; აა 70 ¹054636; აა 70 ¹051893; აა 70 ¹050848; აა 70 ¹079402; აა 70 ¹063932; აა 70 ¹037046; აა 67 ¹ 015856; აა 67 ¹018270; აა 67 ¹014213; აა 70 ¹055677; აა 70 ¹080835; აა 70 ¹071535; აა 70 ¹068450; აა 70 ¹068436; აა 70 ¹070444; აა 70 ¹079331; აა 70 ¹070410; აა 70 ¹067663; აა 70 ¹066473; აა 68 ¹013447; აა 68 ¹015326; აა 68 ¹015320; აა 68 ¹015314; აა 68 ¹015306; აა 68 ¹015305; აა 67 ¹017358; აა 67 ¹017333; აა 67 ¹016416; აა 70 ¹068289; აა 70 ¹070903; აა 70 ¹069660; აა 70 ¹069066; აა 70 ¹081486; აა 67 ¹018576; აა 67 ¹017384; აა 67 ¹020202; აა 67 ¹017051; აა 67 ¹018362; აა 67 ¹018533; აა 68 ¹015663; აა 67 ¹022060; აა 67 ¹020318; აა 67 ¹020414; აა 70 ¹079915; აა 66 ¹003259; აა 66 ¹003851; აა 67 ¹0146651; აა 67 ¹014294; აა 68 ¹011534; აა 70 ¹062304; აა 70 ¹068272. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა ი/მ გ. მ-ძის პირადი აღრიცხვის ბარათში შესწორების შეტანა იმგვარად, რომ ი/მ შ. დ-ძესთან აა 70 060670 ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებულ ოპერაციებზე დღგ-ს ჩასათვლელი თანხის _ 4302 ლარის ნაცვლად მითითებული ყოფილიყო 450,2 ლარი, ხოლო შპს «...» აა 04 ¹141330 ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებულ ოპერაციაზე დღგ-ს ჩასათვლელი თანხის _ 5951 ლარის ნაცვლად მითითებული ყოფილიყო 59,51 ლარი.
გ. მ-ძის სარჩელი აა 15 ¹005209; აა 67 ¹0146651; აა 66 ¹002014; აა 66 ¹002298; აა 66 ¹003867; აა 66 ¹0044299; აა 04 ¹141330; აა 02 ¹179013; ბბ 15 ¹009006; აა 02 ¹179025; აა 02 ¹177544; აა 02 ¹177558; აა 02 ¹179053; ბბ 06 ¹028594; აა 68 ¹017825 ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 6 მაისის წერილის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი/მ გ. მ-ძემ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).
აპელანტმა _ ი/მ გ. მ-ძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილება მოითოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ი/მ გ. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება აა 04 ¹141330; აა 67 ¹-14651; აა 02 ¹179053; აა 02 ¹177558; აა 02 ¹177544; აა 02 ¹179025; აა 02 ¹179013; აა 15 ¹005209 ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენის შესახებ ი/მ გ. მ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი/მ გ. მ-ძის სარჩელი აა 04 ¹141330; აა 67 ¹-14651; აა 02 ¹179053; აა 02 ¹177558; აა 02 ¹177544; აა 02 ¹179025; აა 02 ¹179013; აა 15 ¹005209 ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა ი/მ გ. მ-ძისათვის აა 04 ¹141330; აა 67 ¹-14651; აა 02 ¹179053; აა 02 ¹177558; აა 02 ¹177544; აა 02 ¹179025; აა 02 ¹179013; აა 15 ¹005209 ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ასევე დაევალა ი/მ გ. მ-ძისათვის აა 04 ¹141330; აა 67 ¹014651; აა 02 ¹179053; აა 02 ¹177558; აა 02 ¹177544; აა 02 ¹179025; აა 02 ¹179013; აა 15 ¹005209; ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დარიცხული საურავების გაუქმება; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ). კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ი/მ გ. მ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 5 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.