ბს-1472-1430(კ-08) 25 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «ტ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
15.08.06წ. შპს «ტ-ის» დირექტორმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 25.07.06წ. ¹1391-ს ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 15.06.06წ. ¹561 საგადასახადო მოთხოვნისა და ამავე ინსპექციის 12.06.06წ. ¹დ/300 ბრძანების სოციალური გადასახადის და მასზე დარიცხული ჯარიმა-საურავების, სულ 33 821 ლარის დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.11.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ტ-მა».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.08წ. განჩინებით შპს «ტ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ტ-მა». კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. 08.12.08წ. კასატორმა სახელმწიფო ბაჟის, 1691 ლარის ნაწილის, 310 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა და დარჩენილი თანხის გადახდის გადავადება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.12.08წ. განჩინებით კასატორ შპს «ტ-ს» გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის გადახდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დამთავრებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «ტ-ის» საკასაციო საჩივრის დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც «ტ-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სსკ-ის 401.3 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარზე კუთვნილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 1691 ლარს, მისი 30% _ 507.3 ლარს, რომლის ნაწილი, 310 ლარი კასატორს გადახდილი აქვს. ამდენად, შპს «ტ-ს» უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 197 ლარისა და 30 თეთრის, გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. «ტ-ის» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორ «ტ-ის» დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 197 ლარისა და 30 თეთრის, გადახდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.