ბს-1478-1436(2კ-08) 4 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ო. ლ.-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ო. ლ.-მ 27.11.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 3040,40 ლარის, ზიანის _ 5 000 (დაზუსტების შემდეგ _ 6 700 ლარის) ლარისა და საადვოკატო მომსახურების _ 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.02.08წ. გადაწყვეტილებით, ო. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ო. ლ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა დარიცხული სახელფასო დავალიანების _ 1992,42 (ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი ლარისა და ორმოცდაორი თეთრის) ლარის გადახდა. მოსარჩელე ო. ლ.-ს უარი ეთქვა სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის _ 1008,24 (ათას რვა) ლარის, ზიანის_ 6 700 (ექვსი ათას შვიდასი) ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯების _ 500 (ხუთასი) ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე, მოთხოვნის ხანდაზმულობისა და შესაბამის მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. ლ.-მ და თავდაცვის სამინისტრომ. ო. ლ.-მ გაასაჩივრა ზიანის, საადვოკატო მომსახურების, სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ _ მისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08 წ. გადაწყვეტილებით, როგორც ო. ლ.-ის, ასევე თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.02.08წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ო. ლ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1992,42 ლარის ოდენობით ანაზღაურება, თავდაცვის სამინისტროს ო. ლ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1166,42 ლარის (ხელფასი _ 672 ლარი, ჯილდო _ 255,40 ლარი, მატერიალური დახმარება _ 85.02 ლარი, მივლინება _ 154 ლარი) გადახდა. აპელანტ ო. ლ.-ეს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის თანხის _ 826 ლარის, სანივთე ქონების კომპენსაციის, ზიანის, საადვოკატო მომსახურების ხარჯების თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. ლ.-მ (07.08.08წ.)და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ(21.08.08წ.). ო. ლ.-მ გადაწყვეტილება გაასაჩივრა კვების, სანივთე ქონების, ზიანის, საადვოკატო მომსახურების ხარჯებისანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. თავდაცვის სამინისტრომ კი მოითხოვააღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და აპელანტ ო. ლ.-თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ო. ლ.-ისა და თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ო. ლ.-ისა და თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. ლ.-ისა და თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.