Facebook Twitter

ბს-1509-1466(კ-08) 11 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ნ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ნ.-მა 28.10.05წ. სარჩელით, მოგვიანებით კი დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას მოპასუხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი თსუ რექტორის 05.10.05წ. ¹202 ბრძანება მ. ნ.-თან მიმართებაში, დაეკისროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მ. ნ.-ის აღდგენა ... ფაკულტეტზე ...-ის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, რომელიც ტოლფასია დათხოვნამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული დოცენტის აკადემიურ თანამდებობასთან, ბათილად იქნას ცნობილი თსუ ... ფაკულტეტზე ...-ის მიმართულებით რექტორის 06.07.05წ. ¹111 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგები და შესაბამისად თსუ რექტორის 05.10.05წ. ¹202 ბრძანების ის ნაწილი, რომელიც ეხება ... ფაკულტეტზე ... მიმართულებით კონკურსში გამარჯვებული პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნას, დაეკისროს მოსარჩელის უკანონო დათხოვნაში დამნაშავე თანამდებობის პირებს _ ... ფაკულტეტის დეკანს დ. ა.-ს და ამავე ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს დ. პ.-ს მორალური კომპენსაციის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ მათი ხელფასის 50%-ის გადახდა სამი წლის განმავლობაში.

30.11.05წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ დაზუსტებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა: 1. მოსარჩელესთან მიმართებაში ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი თსუ რექტორის ¹202 ბრძანება; 2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ... ფაკულტეტის ... მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აღდგენის დავალება, 3. 06.07.05წ. ¹111 ბრძანების მთლიანად ბათილად ცნობა. მოსარჩელემ უარი თქვა მორალური კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.12.05წ. გადაწყვეტილებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ¹202 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან და დაევალა მოპასუხეს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 06.07.05წ. ¹111 ბრძანების ბათილად ცნობისა და მ. ნ.-ის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.12.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა და ახალი გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.12.05წ. გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.06წ. განჩინებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.12.05წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.07წ. განჩინებით მ. ნ.-ის სარჩელი მოპასუხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 18.06.07წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ წარადგინა განცხადება სარჩელის მოთხოვნათა გაზრდის შესახებ, რომლითაც მოითხოვა მ. ნ.-ი აღდგენილ იქნას თანამდებობაზე, მოპასუხეს დაევალოს მ. ნ.-ის აღდგენა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის საშტატო განრიგით შესაძლო ერთ-ერთ თანამდებობაზე (მასწავლებლის, ან მოწვეული სპეციალისტის თანამდებობაზე), მოსარჩელეს აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.07.07წ. განჩინებით მოსარჩელე მ. ნ.-ის სარჩელი მოპასუხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.10.07წ. განჩინებით მ. ნ.-ის სარჩელი მოპასუხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

25.12.07წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 05.10.05წ @¹202 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელის აღდგენა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მისი კვალიფიკაციის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.08წ. გადაწყვეტილებით მ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 05.10.05წ. ¹202 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მოპასუხეს დაევალა მ. ნ.-ი აღადგინოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის და უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მისი კვალიფიკაციის შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.08წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.08წ. გადაწყვეტილებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.08წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 05.10.05წ ¹202 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც მ. ნ.-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაევალა საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ.-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.