საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1515-1472(კ-08) 26 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა კ. ფ-სა და რ. ფ-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.12.08წ. განჩინებით კასატორებს განესაზღვრათ ვადა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე, საკასაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული განჩინება კასატორებს გადაეცათ 16.12.08წ. ამდენად, ხარვეზი კ. ფ-ს და რ. ფ-ს უნდა გამოესწორებინათ 26.12.08წ. ჩათვლით. ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით კასატორებმა სასამართლოს მხოლოდ 10.01.09წ. მომართეს და წარმოადგინეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს განსაზღვრულ ვადაში უნდა წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საკასაციო საჩივრის ასლი. კასატორებმა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟი შეიტანეს სახაზინო ანგარიშზე. სასამართლოს მიერ დადგენილი სხვა საპროცესო მოქმედებები მათ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შეასრულეს. ამასთანავე, კასატორებს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოუდგენიათ 215.3 მუხლით განსაზღვრული გარემოების დამადასტურებელი რაიმე საბუთი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რ. ფ-სა და კ. ფ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ფ-სა და კ. ფ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.