Facebook Twitter
ბს-1527-1484(კ-08) 29 აპრილი, 2009 წელი

ბს-1527-1484(კ-08) 29 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა არქიტექტორთა საერთო ეროვნული კავშირის და ა. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

16.09.02წ. პ. ს-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს თბილისის მერიის წინააღმდეგ და თბილისის მერიასთან მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 05.11.02წ. გადაწყვეტილებით პ. ს-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის მერიას დაევალა მოსარჩელისათვის საცხოვრებელ ბინად გადაეცა ქ. თბილისში, ... ¹4ა-ში, მე-6 სართულზე მდებარე, დაახლოებით 95 კვ.მ ფართის ¹2 სახელოსნო, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს დაევალათ მითითებული ბინის ღირებულების 40%-ის გადახდისთანავე გაეფორმებინათ ხელშეკრულება მითითებული საცხოვრებელი სახლის გადაცემის თაობაზე, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო თბილისის მერიის მიერ დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით 2003 წლის ბოლომდე, პ. ს-ძეს სადავო ფართის უსასყიდლოდ გადაცემაზე უარი ეთქვა.

19.12.02წ. ა. მ-შვილმა, ბ. მ-შვილმა და გ. მ-შვილმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს თბილისის საოლქო სასამართლოში და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 05.11.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.01.03წ. განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტები არ წარმოადგენდნენ დავის მხარეს ან მე-3 პირებს, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მირიანაშვილებმა და თბილისის საოლქო სასამართლოს 17.01.03წ. განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.02.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალები კერძო საჩივართან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.05.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.01.03წ. და 17.02.03წ. განჩინებები.

26.06.03წ. ა. მ-შვილმა და საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნულმა კავშირმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართეს სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.07წ. განჩინებით ა. მ-შვილისა და საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნული კავშირის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განაჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-შვილმა და საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნულმა კავშირმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08წ. განჩინებით ა. მ-შვილისა და საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნული კავშირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-შვილმა და საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნულმა კავშირმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მათი განცხადების დაკმაყოფილება, საქმის წარმოების განახლება და არსებითი განხილვისათვის ხელახლა განსახილველად დაბუნება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. მ-შვილისა და საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნული კავშირის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. მ-შვილისა და საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნული კავშირის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-შვილისა და საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნული კავშირის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ა. მ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი;

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.