საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-154-149(კ-09) 27 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. გ-ევის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ რ. ნ-ოვის სარჩელისა გამო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები – მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ე. ი-ოვი და ა. გ-ევი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ.
სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
რ. ნ-ოვმა 2007 წლის ოქტომბერში სარჩელით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები _ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ე. ი-ოვი, და მოითხოვა მარნეულის რაიონის გამგეობასა და რ. ნ-ოვს შორის 2004 წლის 23 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით გაცემული 3,5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს “...” საკადასატრო აზომვების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციაში გატარების დავალება.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. გ-ევი.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის განჩინებით რ. ნ-ოვის განცხადების საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება 0,20 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით რ. ნ-ოვის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹22/12-521 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 17 სექტემბრის ¹22/12-480 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს მოსარჩელეზე მიწის ნაკვეთის აღრიცხვა, მდებარე მარნეულის რაიონის სოფ. ..., ე. ი-ოვის სახელზე რიცხული 0,20 ჰექტარი მიწის გამოკლებით, საქმეზე დართული მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანების შედეგად შექმნილი მუშა ჯგუფის მიერ შედგენილი საკადასტრო რუკის თანახმად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ევმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ევის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა Aა. გ-ევმა.
საკასაციო პალატამ ა. გ-ვის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით ა. გ-ევს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი ა. გ-ევს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2009 წლის 11 თებერვალს და ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2009 წლის 18 თებერვალს. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2009 წლის 19 თებერვალს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 25 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. გ-ევის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად იქნეს დატოვებული ა. გ-ევის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.