Facebook Twitter

ბს-1542-1499(კ-08) 24 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. ჭ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2004 წლის 20 მაისს ზ. და დ. ყ.-ებმა სარჩელი აღძრეს დიდუბე_ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში ქ. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსა და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის, მესამე პირის ო. ტ.-ის მიმართ და მოითხოვეს ს.-ის ქ. 31-ში ო. ტ.-თვის ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის გაუქმება (იხ. ს.ფ 2)

2004 წლის 14 სექტემბრის დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეებმა მოითხოვეს: დავალებოდა ტექბიუროს შესაბამისი ცვლილებების შეტანა საინვენტარიაზაციო გეგმაში, ს.-ის ქ. ¹31-ში არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის გაუქმება, ს.-ის ქ. ¹31-ში უკანონოდ აშენებული მესამე სართულისა და მანსარდის მონგრევა, ო. ტ.-გან ზარალის ანაზღაურების 1025 ლარისა და 35 თეთრის ოდენობით დაკისრება (იხ.ფ. 35-37, ტ. I).

2004 წლის 26 ნოემბრის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით ზ. და დ. ყ.-მ მოითხოვეს დავალებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს შეეტანა შესაბამისი ცვლილებები საინვენტარიზაციო გეგმაში, ასევე ს.-ის ქ. ¹31-ში არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის გაუქმება, ს.-ის ქ. ¹31-ში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დანგრევა, ო. ტ.-თვის ზარალის 1025 ლარისა და 35 თეთრის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება და ო. ტ.-გან ასევე წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება (იხ.ს.ფ. 104-107, ტ. I).

დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის «არქმშენინსპექცია»

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოელგიის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ჭ.-ის წარმომადგენლის შ. ძ.-ის და ზ. ყ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სარჩელი _ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 29 დეკემბრის ¹532 ბრძანების ბათილად ცნობის, ამ ადმინისტრაციული აქტით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად აშენებული შენობის დანგრევისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის, ასევე წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 97-102).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჭ.-მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 122-135 ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებით დ. ჭ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 174-179).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჭ.-მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა უკანონო მშენებლობის წარმოების ნებართვა (იხ. ს.ფ. 94-103).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 12 იანვრის განჩინებით დ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინა ო. ტ.-ის წარმომადგენელმა თ ტ.-მ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კასატორმა კი ვერ უზრუნველყო სარჩელის საფუძვლიანობის დასაბუთება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხხილვის შედეგებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ დ. ჭ-ის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაცო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ დ. ჭ.-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დ. ჭ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ დ. ჭ.-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს დ. ჭ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.