Facebook Twitter

¹ბს-157-152(კ-09) 16 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. თ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 10 აგვისტოს თ. თ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა ბ. ლ.-ზე. მოსარჩელემ მოითხოვა: აღმასრულებელ ფ. მ.-ის მიერ ჩატარებული 2002 წლის 24 მაისისა და 2002 წლის 8 ივლისის განმეორებითი იძულებითი აუქციონებისა და მათი შედეგების გაუქმება; ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹6/6-ში მდებარე ¹25 ბინაზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღის დადება; აღმასრულებელ ფ. მ.-ის 2002 წლის 8 ივლისის განკარგულების გაუქმება.

თ. თ.-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და ბ. ლ.-ის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა ლ. მ.-ეზე. მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და მოითხოვა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, მომზადებულ-ჩატარებული აუქციონის, განკარგულებისა და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა; ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹6/6-ში მდებარე ¹25 ბინის თ. თ.-ის სახელზე აღრიცხვა; ბ. ლ.-ის მიერ თ. თ.-ის კუთვნილი ნივთების ფლობის ფაქტის აღიარება და მათი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა; ხსენებულ ნივთებზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღის დადება; საჯარო რეესტრისა და ნოტარიუსთა პალატისათვის უძრავი ქონების შესახებ და ყადაღის არსებობის თაობაზე ცნობების გაცემის აკრძალვა; ლ. მ.-თვის სადავო ბინის, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გასხვისების აკრძალვა.

2004 წლის 6 სექტემბერს თ. თ.-მა კიდევ ერთი სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და ლ. მ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: სასამართლო აღმასრულებლის მიერ მომზადებული და ჩატარებული, ბინიდან გამოსახლების სააღსრულებო მოქმედებების ბათილად ცნობა; პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და დაყადაღებული და აღწერილი მისი კუთვნილი ნივთების მისთვის ჩაბარება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები თ. თ.-ის ზემოხსენებული სარჩელების გამო, გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი ნივთების დაბრუნების ნაწილში და ამ ნაწილში მოითხოვა ნივთების დაბრუნების ნაცვლად, მათი ღირებულების მისთვის ანაზღაურება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. თ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. თ.-ს უარი ეთქვა სააღსრულებო მოქმედებების _ აუქციონის და ბინიდან გამოსახლების, განკარგულებისა და მისი შედეგების ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის, უკანონო მფლობელობიდან თამარ თ.-ის კუთვნილი თეთრეულის გამოთხოვის ან მისი ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებზე; თ. თ.-ის კუთვნილი ნივთები გამოთხოვილ იქნა უკანონო მფლობელობიდან.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა თ. თ.-მა (წარმომადგენელი _ შ. შ.-ი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება: სასამართლო აღმასრულებლის მიერ მომზადებული, ჩატარებული და გაცემული განკარგულების და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹6/6-ში მდებარე ¹25 ბინის თ. თ.-ის სახელზე აღრიცხვა; 1100 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ხელახლა აღსრულება; თ. თ.-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ სააღსრულებო მოქმედებების ბათილად ცნობა; ნივთების დაბრუნების ნაწილში, ბ. ლ.-გან გამოთხოვა და თ. თ.-თვის თეთრეულის ღირებულების _ 500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში დაბრუნება; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ჩამოთვლილი ნივთების დასახელების შესწორება; თ. თ.-ის სასარგებლოდ ბ. ლ.-თვის 1600 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

მოცემული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ამ ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო ბ. ლ.-ის უკანონო მფლობელობიდან 500 აშშ დოლარის ღირებულების თეთრეულის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნა და თ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში, საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებით თ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინება იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. თ.-მა (წარმომადგენელი _ შ. შ.-ი), რომელმაც მოითხოვა ხსენებული განჩინების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. თ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 5 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან თ. თ.-ის წარმომადგენელ შ. შ.-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. თ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში;

3. თ. თ.-ის წარმომადგენელ შ. შ.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.