ბს-1589-1543(კ-08) 9 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. მ.-ის, ლ. ჯ.-ის, გ. ბ.-ას, მ. მ.-ის, რ. ს.-ის, ზ. ც.-ის, მ. ვ.-ისა და მ. ლ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 9 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ...-ის კათედრის თანამშრომლებმა _ ნ. მ.-მ, გ. ბ.-მ, ლ. ჯ.-მ, მ. ვ.-მ, რ. ს.-მ, ზ. ც.-მ, მ. მ.-მ და მ. ლ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ...-ის კათედრაზე 2006 წლის 15 მაისს ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა; კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების მოქმედების შეჩერება; საქმის დაჩქარებული წესით განხილვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ტ. კ.-ი, გ. მ.-ე, ნ. შ.-ე, გ. ყ.-ი, ი. გ.-ე, თ. გა.-ე, ვ. ფ.-ა და მ. გ.-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის, გ. ბ.-ას, ლ. ჯ.-ის, მ. ვ.-ის, რ. ს.-ის, ზ. ც.-ის, მ. მ.-სა და მ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ძალაში შესვლის დღიდან იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანება, ...-ის მიმართულებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.
მოცემული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ.-ს, გ. ბ.-ს, ლ. ჯ.-ს, მ. ვ.-ს, რ. ს.-ს, ზ. ც.-ს, მ. მ.-სა და მ. ლ.-ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ.-მ, ლ. ჯ.-მ, გ. ბ.-მ, მ. მ-მ, რ. ს.-მ, ზ. ც.-მ, მ. ვ.-მ და მ. ლ.-მ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ.-ს, ლ. ჯ.-ის, გ. ბ.-ას, მ. მ.-ის, რ. ს.-ის, ზ. ც.-ისა და მ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე პალატის 2009 წლის 12 იანვრის განჩინებით _ მ. ლ.-ის (რომელიც ხელს არ აწერს 2008 წლის 20 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საკასაციო საჩივარზე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 30 დეკემბერს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე იგი ხელს აწერს) საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ.-ის, ლ. ჯ.-ის, გ. ბ.-ას, მ. მ.-ის, რ. ს.-ის, ზ. ც.-ის, მ. ვ.-ისა და მ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. მ.-ის, ლ. ჯ.-ის, გ. ბ.-ას, მ. მ.-ის, რ. ს.-ის, ზ. ც.-ის, მ. ვ.-ისა და მ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.