Facebook Twitter
ბს-1596-1550(კ-08)

ბს-1596-1550(კ-08) 29 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ბ-შვილმა 04.07.96წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ განათლების სამინისტროს 08.06.95წ. ¹61/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

საქმე არაერთგზის განხილული იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და საბოლოოდ კანონიერ ძალაში დარჩა დიდუბის რაიონის სასამართლოს 25.06.97წ. გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მ. ბ-შვილმა 02.02.01წ. ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს 25.06.97წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილებაზეც 27.04.01წ. განჩინებით უარი ეთქვა. აღნიშნული განჩინება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 24.07.01წ. და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.03.02წ. განჩინებებით დარჩა უცვლელად.

მ. ბ-შვილმა 06.12.01წ. განცხადებით განმეორებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო 25.06.97წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 02.07.02წ. განჩინებით მ. ბ-შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა დიდუბის რაიონის 25.06.97წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

საქმის განხილვის დროს საქმეში გურჯაანის რაიონის განათლების განყოფილება და სოფ. ... საშუალო სკოლა მესამე პირებად ჩაებნენ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 05.07.02წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ბ-შვილის სარჩელი. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სოფ. ... საშუალო სკოლის წარმომადგენლებმა მიმართეს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 18.09.03წ. განჩინებით სოფ. ... საშუალო სკოლის წარმომადგენელთა განცხადება დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 03.10.03წ. განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი 05.07.02წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.12.03წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. ბ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.05წ. განჩინებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.12.03წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.05წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილს უარი ეთქვა მინისტრის 08.06.95წ. ¹61/კ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.11.05წ. განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.05წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.06.06წ. განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ხანდაზმულობის გამო. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ბ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.07წ. განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.06.06წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.04.08წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.08წ. განჩინებით მ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.04.08წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-შვილმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.