Facebook Twitter
¹ბს-160-155(კ-09)

¹ბს-160-155(კ-09) 29 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო

რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, თბილისის ვაკე_საბურთალოს რაიონის გამგეობა, ნ. ბ-შვილი და ნოტარიუსი შ. კ-შვილი (მოპასუხეები)

დავის საგანი _ პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2006 წლის დეკემბერში სასარჩელო განცახდებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ნ. ბ-შვილის და ნოტარიუს შ. კ-შვილის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამასახურის 2003 წლის 31 მარტის ¹24-864 სარეგისტრაციო მოწმობის რეესტრის ¹2118, ქ. თბილისის მერიის შპს ვაკე-საბურთალოს რაიონის «საბინაო-კომუნალური მომსახურების» სერვისული ცენტრის «...» მიერ 2003 წლის 14 აპრილს გაცემული ¹51 ცნობის, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის კეთილმოწყობისა და საბინაო კომუნალური მეურნეობის სამასახურის 2003 წლის 7 აპრილის ¹ბ1381 მინდობილობისა და 2003 წლის 17 აპრილის ¹1-662 პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდგომი შედეგებით და სადავო ბინის დაბრუნება მისი კანონიერი მფლობელისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. ს-ძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინსტროს უარი ეთქვა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003 წლის 31 მარტის ¹24-864 სარეგისტრაციო მოწმობის რეესტრის ¹2118, ქ. თბილისის მერიის შპს ვაკე-საბურთალოს «საბინაო-კომუნალური მომსახურების» სერვისული ცენტრის «...» მიერ 2003 წლის 14 აპრილს გაცემული ¹51 ცნობის, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის კეთილმოწყობისა და საბინაო კომუნალური მეურნეობის სამსახურის 2003 წლის 7 აპრილის ¹ბ1381 მინდობილობისა და 2003 წლის 17 აპრილის ¹1-662 პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე შემდგომი შედეგებით და სადავო ბინის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაბრუნებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სსრკ თავდაცვის სამინისტროს წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის მიერ 1986 წლის 8 აგვისტოს სამხედრო მოსამსახურე ა. ნ. ძე ბ-ოვზე გაიცა ¹148 ორდერი საცხოვრებელ ფართზე მდებარე ქ. თბილისი ... 3 მკ/რ, მე-4 კვ. I კორპ, ბინა ¹31. წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის 1991 წლის 14 თებერვლის ¹118 ცნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ნ. ძე ბ-ოვს თბილისის გარნიზონის უფროსმა ნამდვილად ნება დართო მის მიერ დაკავებული ქ. თბილისში, ... 3 მკ/რ, მე-4 კვ. კორპ ¹1 ბინა ¹31 გაეცვალა მოქ. Nნ. ბ-შვილთან ქ. მოსკოვში, ... ქ. სახლი 8 კორპ ¹3 ბინა ¹324.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. ბ-შვილი იყო ქ. მოსკოვში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «...» წევრი, რომლის სახელზეც ირიცხებოდა ქ. მოსკოვში ... ქ. სახლი ¹8 კორპ ¹3 ბინა ¹324. მითითებული კოოპერატივის საერთო კრების 1991 წლის 24 თებერვლის ¹8 ოქმის ამონაწერის თანახმად, მოქ. Nნ. ბ-შვილი გარიცხულ იქნა სსკ «...» ქ. მოსკოვში საცხოვრებელი ფართიდან მდებარე: ქ. მოსკოვში ... ქ. სახლი ¹8 კორპ ¹3 ბინა ¹324 ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში ... III მკ/რ IV კვარტ, კორპ 1 ბინა ¹31-ზე გაცვლასთან დაკავშირებით. ამავე ოქმის თანახმად, ა. ბ-ოვი მიღებული იქნა სსკ «...» ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართობის ქ. მოსკოვზე გაცვლასთან დაკავშირებით, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს სსრ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო განყოფილების ბინების გაცვლის ბიუროს 1990 წლის 20 დეკემბრის ნებართვა და თბილისის საქალაქო აღმასკომის ბინების გაცლის ბიუროს კომისიის 1990 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ბ-ოვს ნება დაერთო გაეცვალა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. თბილისში, ... მე-3 მკ/რ, მე-4 კვ. კორპ ¹1, ბინა ¹31 საცხოვრებელ ბინაზე მდებარე: ქ. მოსკოვში ... ქ. სახლი ¹8 კორპ ¹3 ბინა ¹324. შესაბამისად, ქ. მოსკოვის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1991 წლის 31 მარტს გაიცა გაცვლის ორდერი. საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1991 წლის 11 მაისს გაიცა გაცვლის ორდერი ნ. ბ-შვილსა და ა. ბ-ოვს შორის ბინების გაცვლის თაობაზე, რასაც საფუძვლად დაედო ასევე 1990 წლის 19 დეკემბრის საბინაო კომისიის გადაწყვეტილება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003 წლის 31 მარტს გაცემული ¹24-864 ცნობა დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში ... მე-3 მკ/რ, მე-4 კვ. კორპ ¹1 ბინა ¹31 წარმოადგენდა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საბინაო ფონდს, რასაც საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო მოწმობა დანართი ¹6 წიგნი 6 რეესტრი 2118.

Pპირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 17 აპრილს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის კეთილმოწყობისა და საბინაო-კომუნალური მომსახურეობის სამსახურსა და ნ. ბ-შვილს შორის გაფორმდა პრივატიზების ხელშეკრულება ქ.თბილისში ... მე-3 მკ/რ, IV კვ. კორპ ¹1 ბინა ¹31-ზე, რომლის საფუძველზეც 2003 წლის 5 მაისს აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა საჯარო რეესტრში. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ნ. ბ-შვილსა და ლ. ს-ძეს შორის.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2002 წლის 22 იანვრის წერილი, რომლის თანახმადაც მომზადდა სამხედრო უწყების საბინაო ფონდის საინვენტარიზაციო უწყისი სათანადო დანართით; ამ უკანასკნელის მე-10 გვერდზე აღნიშნულია გვარი ბ-შვილი, ორდერის გაცემის გრაფაში მითითებულია გაცვლა სათანადო თარიღის მითითების გარეშე. ამასთან, დანართი დადასტურებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ბეჭდით. წერილი და დანართი საქმეში წარმოდგენილია ასლის სახით. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილს და დანართს არ შეიძლება მიეცეს მტკიცებულებითი მნიშვნელობა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად წარმოდგენილი საბუთის ასლით შეუძლებელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა, კერძოდ იმ გარემოებისა, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფ საუწყებო ბინას. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლი.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელისგან არაერთხელ იქნა გამოთხოვილი მტკიცებულება უძრავი ქონების-სადავო ბინის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აყვანის თაობაზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს ძალადაკარგული ნორმატიული აქტი, კერძოდ, 1992 წლის 23 აპრილის ¹446 დადგენილება «საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების კუთვნილი ობიექტების და სამხედრო ქონების შეძენის შესახებ», რომელიც კრძალავდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ობიექტებისა და მათ შორის საცხოვრებელი სახლების გასხვისებას სამთავრობო კომისიის ნებართვის გარეშე. სასამართლომ გაიზიარა ნ. ბ-შვილის მოსაზრება მასზედ, რომ ბინების გაცვლის დროს 1991 წელს მოსარჩელე წინასწარ ვერ განსაზღვრავდა აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ბინების გასხვისების აკრძალვას; სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბინების გაცვლა მოხდა წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის 1991 წლის 14 თებერვლის ¹118 ცნობის საფუძველზე, რომლითაც ა. ნ. ძე ბ-ოვს თბილისის გარნიზონის უფროსმა ნამდვილად ნება დართო მის მიერ დაკავებული ქ. თბილისში, ... მე-3 მკ/რ, მე-4 კვ. კორპ ¹1 ბინა ¹31 გაეცვალა მოქ. Nნ. ბ-შვილთან ქ. მოსკოვში, ... ქ. სახლი 8 კორპ ¹3 ბინა ¹324 საცხოვრებელ სახლზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 23 აპრილის ¹446 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა 1992 წლის ¹984 დადგენილებით. ეს უკანასკნელი კი ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 22 დეკემბრის ¹929 დადგენილებით, ისე რომ სადავო ბინის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აყვანა არ განხორციელებულა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე და 1515-ე მუხლები. ამ ნორმების თანახმად სასამართლომ აღნიშნა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2003 წლის 31 მარტს გაცემული ცნობა დახასიათების თანახმად, სადავო ბინა წარმოადგენდა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საბინაო ფონდს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ უფლებათა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული მითითებული ცნობა-დახასიათების საწინააღმდეგო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა; ამიტომ საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის სადავო ბინა წარმოადგენდა ვაკე-საბურთალოს რაიონის საბინაო ფონდს და არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საუწყებო ბინას, შესაბამისად ბინის პრივატიზაციისას სათანადო მინდობილობის საფუძველზე თავისი თანხმობა პრივატიზაციის თაობაზე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად გამოხატა გამგეობის წარმომადგენელმა. ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ ასევე არ არსებობს სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

Kკასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებული მტკიცებულებები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასრულყოფილად გამოიკვლია.Uკასატორის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით სამხედრო უწყების საბინაო ფონდის პრივატიზების და რეგისტრაციის ნებართვის გაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენდა.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 23 აპრილის ¹446 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა 1992 წლის ¹984 დადგენილებით. ეს უკანასკნელი კი ძალადაკარგულად გამოცხადდა 1993 წლის 22 დეკემბრის ¹929 დადგენილებით. Kკასატორის აზრით, სასამართლოს ამგვარი მსჯელობა უკანონოა, რადგან სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 31 ოქტომბრის განკარგულება, რომლითაც შეჩერდა 1993 წლის 22 დეკემბრის ¹929 დადგენილების მოქმედება 1992 წლის ¹984 დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ.

K კასატორის აზრით, სადავო ბინის პრივატიზება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვით მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების საფუძველზე და არა 1992 წლის პირველის თებერვლის ¹107 დადგენილებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სსრკ თავდაცვის სამინისტროს წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის მიერ 1986 წლის 8 აგვისტოს სამხედრო მოსამსახურე ა. ნ. ძე ბ-ოვზე გაიცა ¹148 ორდერი საცხოვრებელ ფართზე მდებარე ქ. თბილისი ... 3 მკ/რ, მე-4 კვ. I კორპ, ბინა ¹31. წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის 1991 წლის 14 თებერვლის ¹118 ცნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ნ. ძე ბ-ოვს თბილისის გარნიზონის უფროსმა ნამდვილად ნება დართო მის მიერ დაკავებული ქ. თბილისში, ... 3 მკ/რ, მე-4 კვ. კორპ ¹1 ბინა ¹31 გაეცვალა მოქ. Nნ. ბ-შვილთან ქ. მოსკოვში, ... ქ. სახლი 8 კორპ ¹3 ბინა ¹324.

დადგენილია, რომ ნ. ბ-შვილი იყო ქ. მოსკოვში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «...» წევრი, რომლის სახელზეც ირიცხებოდა ქ. მოსკოვში ... ქ. სახლი ¹8 კორპ ¹3 ბინა ¹324. საქართველოს სსრ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო განყოფილების ბინების გაცვლის ბიუროს 1990 წლის 20 დეკემბრის ნებართვისა და თბილისის საქალაქო აღმასკომის ბინების გაცლის ბიუროს კომისიის 1990 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ოვს ნება დაერთო გაეცვალა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. თბილისში, ... მე-3 მკ/რ, მე-4 კვ. კორპ ¹1, ბინა ¹31 საცხოვრებელ ბინაზე მდებარე: ქ. მოსკოვში ... ქ. სახლი ¹8 კორპ. ¹3 ბინა ¹324. ქ. მოსკოვის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1991 წლის 31 მარტს გაიცა გაცვლის ორდერი. საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1991 წლის 11 მაისს გაიცა გაცვლის ორდერი ნ. ბ-შვილსა და ა. ბ-ოვს შორის ბინების გაცვლის თაობაზე, რასაც საფუძვლად დაედო ასევე 1990 წლის 19 დეკემბრის საბინაო კომისიის გადაწყვეტილება.

თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003 წლის 31 მარტს გაცემული ¹24-864 ცნობა დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში ... მე-3 მკ/რ, მე-4 კვ. კორპ ¹1 ბინა ¹31 წარმოადგენდა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საბინაო ფონდს, რასაც საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო მოწმობა დანართი ¹6 წიგნი 6 რეესტრი 2118, 2003 წლის 17 აპრილს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის კეთილმოწყობისა და საბინაო-კომუნალური მომსახურეობის სამსახურსა და ნ. ბ-შვილს შორის გაფორმდა პრივატიზების ხელშეკრულება ქ.თბილისში ... მე-3 მკ/რ, IV კვ. კორპ ¹1 ბინა ¹31-ზე, რომლის საფუძველზეც 2003 წლის 5 მაისს აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა საჯარო რეესტრში. სადავო ბინის თაობაზე 2006 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ნ. ბ-შვილსა და ლ. ს-ძეს შორის.

საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემული საქმის განხილვისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელისგან არაერთხელ იქნა გამოთხოვილი მტკიცებულება უძრავი ქონების-სადავო ბინის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აყვანის თაობაზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, ვინაიდან პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის სადავო ბინა წარმოადგენდა ვაკე-საბურთალოს რაიონის საბინაო ფონდს და არა საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს საუწყებო ბინას, შესაბამისად სათანადო მინდობილობის საფუძველზე თავისი თანხმობა ბინის პრივატიზაციის თაობაზე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად გამოხატა გამგეობის წარმომადგენელმა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინიტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.