Facebook Twitter

¹ბს-1607-1561(კ-08) 9 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გე., გი. და მ. გ.-ების (წარმომადგენელი _ მ. გ.) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 8 ივლისს გე., გი. და მ. გ.-ებმა (წარმომადგენელი _ მ. გ.) სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. გორის გამგეობისა და თ. ტ.-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ქ. გორის გამგეობის 1992 წლის 17 ივნისის ¹408 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; გორის გამგეობასა და თ. ტ.-ს შორის 1992 წლის 21 აგვისტოს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; თ. ტ.-ის სამსახურებრივი ბინით დაკმაყოფილების შესახებ საქსოფტექნიკის ქ. გორის ექსპერიმენტალური მეურნეობის ტექნიკუმის დირექციის, პროფკომიტეტისა და საბინაო კომისიის აქტების ბათილად ცნობა; გ. გ.-თვის 1975 წლიდან ორდერით განსაზღვრული ბინის პრივატიზაციის წესით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ქ. გორის გამგეობისთვის დავალება; თ. ტ.-ისა და მისი ოჯახის გამოსახლება ...-ის ქ. ¹16-ში მდებარე ¹... ბინიდან და ბინის გ. გ.-თვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება.

გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარედ ჩაბმულ იქნა გორის ექსპერიმენტალური მეურნეობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გე., გი. და მ. გ.-ების წარმომადგენელმა მ. გ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოგვიანებით, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით დამატებით მოითხოვა წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 400 ლარის ანაზღაურების გორის გამგეობისთვის დაკისრება.

მოცემული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინებით გარდაცვლილი თ. ტ.-ის საპროცესო უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ჟ. ძ.-ე, უ., გ. და მ. ტ.-ები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით გორის რაიონის გამგეობის ნაცვლად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მისი უფლებამონაცვლე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გე., გი. და მ. გ.-ებმა (წარმომადგენელი _ მ. გ.), რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გე., გი. და მ. გ.-ების საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გე., გი. და მ. გ.-ების (წარმომადგენელი _ მ. გ.) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გე., გი. და მ. გ.-ების (წარმომადგენელი _ მ. გ.) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.