Facebook Twitter
ბს-1614-1568(კ-08)

ბს-1614-1568(კ-08) 29 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ჩ-ანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. მ-ძემ 09.08.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ხონის რაიონში დ. ხ-ავასა და ა. ჩ-ანის მიმართ, რომლითაც ქ. ხონში ე.წ. «...» ტერიტორიაზე მის პირად საკუთრებაში არსებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 400 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩამოჭრის ნაწილში დ. ხ-ავას მოქმედების უკანონოდ ცნობა და ჩამოჭრილი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დაბრუნება მოითხოვა.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული რაიონული და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს ხონის რაიონული სასამართლოს 16.06.08წ. გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ხონის რაიონში დ. ხ-ავას სააღსრულებო მოქმედება ქ. ხონში, «...» ტერიტორიაზე 222 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შესახებ და დაუბრუნდა მოსარჩელე თ. მ-ძეს, მოსარჩელე თ. მ-ძეს უარი ეთქვა 178 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შესახებ სააღსრულებო მოქმედების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ანმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.08წ. განჩინებით ა. ჩ-ანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 16.06.08წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ანმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ანის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ჩ-ანის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჩ-ანის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.