Facebook Twitter

ბს-1639-1593(კ-08) 12 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 20 ნოემბერს რ-ის თანამშრომლებმა: ე. კ-ემ, მ. ჯ-ემ, თ. დ-მა და სხვებმა (სულ 54) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შპს ,,ს. რ-ის» მიმართ, ქმედების განხორციელების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ შპს ,,ს. რ-ას» დავალებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, შეღავათების გავრცელება მოსარჩელეებზე, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილის სტატუსის მქონე პირებზე, რაც, თავის მხრივ, დადასტურებული იყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით; მოპასუხეს მოეხდინა 2003 წლიდან დღემდე ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება თითოეულზე ცალ-ცალკე წლიური ხელფასიდან 3000 ლარამდე და წარედგინა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისათვის გადაანგარიშების ფორმა ან დეკლარაცია. დავალებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უზრუნველეყო მოსარჩელეებზე უკანონოდ დაბეგრილი თანხების დაბრუნება საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის თანახმად ან 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს 2007 წლის 30 მაისის ოქმი ¹4 დადგენილების შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქმეში დარჩა მესამე პირად.

2008 წლის 13 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ი. ჭ-ამ სსკ-ის 831-ე მუხლის შესაბამისად, იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის შესახებ, მოსარჩელეების – დ. კ-ის, ლ. ჟ-ის, ნ. გ-ისა და ჯ. თ-ას ნაწილში, რასაც დაეთანხმნენ მოპასუხეთა წარმომადგენელები. ამავე სასამართლოს სხდომის საოქმო განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლის _ ი. ჭ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და განუხილველად დარჩა დ. კ-ის, ლ. ჟ-ის, ნ. გ-ისა და ჯ. თ-ას სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეების შპს ,,ს. რ-ისა» და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისა და მესამე პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა შპს ,,ს. რ-ას», საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გაევრცელებინა შეღავათები მოსარჩელეებზე და მოეხდინა თითოეულ მოსარჩელეზე ცალ-ცალკე, სათანადოდ კორექტირებული ,,ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხებისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დაანგარიშების ფორმის» წარდგენა მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში 2003 წლიდან 2008 წლის აპრილის ჩათვლით, ასევე დავალებოდა შპს ,,ს. რ-ას» მოსარჩელეთა მიმართ შემდგომში საგადასახადო შეღავათების გამოყენების უზრუნველყოფა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას დავალებოდა მოეხდინა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შპს ,,ს. რ-ის» მიერ წარდგენილი კორექტირებული დეკლარაციის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; შპს ,,ს. რ-ას» დაევალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად გაევრცელებინა შეღავათები მოსარჩელეების – ე. კ-ის, მ. ჯ-ის, თ. დ-ის, ჯ. ზ-ის, ვ. ლ-ის, ჯ. რ-ას, მ. თ-ის, ა. ლ-ის, ა. ც-ას, ვ. კ-ის, ვ. ბ-ის, ზ. ყ-ის, ო. ფ-ას, ა. თ-ას, ზ. თ-ის, დ. გ-ას, კ. ჭ-ის, ვ. გ-ის, გ. ლ-ის, ნ. ჟ-ის, ვ. ვ-ის, ვ. ჭ-ის, ე. დ-ის, ა. შ-ის, ი. შ-ის, თ. ნ-ის, ვ. დ-ას, ს. ჯ-ის, ს. თ-ის, ვ. შ-ის, გ. მ-ის, ი. შ-ას, რ. კ-ის, რ. თ-ის, ჯ. ქ-ის, გ. ბ-ას, გ. ს-ის, მ. მ-ის, ვ. ხ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, პ. შ-ის, გ. ბ-ის, პ. ი-ის, ე. ხ-ის, ი. გ-ის, თ. კ-ის, ა. ჩ-ის, რ. მ-ის, რ. ბ-ას მიმართ; მოეხდინა 2003 წლიდან 2008 წლის აპრილის ჩათვლით არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება მოსარჩელეთა მიმართ და მოეხდინა თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე კორექტირებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას დაევალა საგადასახადო აგენტის (შპს ,,ს. რ-ის») მიერ კორექტირებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ ზედმეტად გადახილი თანხის დაბრუნება მოსარჩელეთა მიმართ, შემდეგი ოდენობით: ა. ც-ას – 2748,20 ლარი; ა. თ-ას – 2148,30 ლარი, ვ. ჭ-ეს – 2562,52 ლარი, ზ. თ-ეს – 2256,95 ლარი, მ. თ-ეს – 2287,72 ლარი, დ. გ-ას – 2148, 28 ლარი, თ. დ-ს – 2827,66 ლარი, ვ. კ-ეს – 2586,78 ლარი, ვ. ვ-ეს – 2760,24 ლარი, ა. ლ-ეს – 2707,18 ლარი, ე. დ-ეს – 1743,56 ლარი, თ. კ-ეს – 2447,79 ლარი, ე. კ-ეს – 2550,83 ლარი, ჯ. რ-ას – 2268,99 ლარი, ზ. ყ-ს – 1894,79 ლარი, გ. ლ-ს – 1887,10 ლარი, ვ. ლ-ს – 1556,88 ლარი, ვ. გ-ეს – 1270,37 ლარი, ა. შ-ეს – 2705,73 ლარი, ა. ჩ-ეს – 2684,24 ლარი, რ. მ-ეს – 2573,44 ლარი, ვ. ბ-ეს – 1138,02 ლარი, ი. შ-ეს – 1055,08 ლარი, ნ. ჟ-ს – 704,33 ლარი, კ. ჭ-ეს – 1106,87 ლარი, ჯ. ზ-ს – 1311,13 ლარი, მ. ჯ-ეს – 924,82 ლარი, ო. ფ-ას – 2805,95 ლარი, რ. ბ-ას - 1365,35 ლარი, თ. ნ-ეს – 1785,31 ლარი, ვ. დ-ას – 1797,68 ლარი, ს. ჯ-ეს – 1764,34 ლარი, ს. თ-ეს – 1727,47 ლარი, ვ. შ-ეს – 1694,46 ლარი, გ. მ-ეს – 1827,64 ლარი, ი. შ-ას – 1678,83 ლარი, რ. კ-ეს – 1721,79 ლარი, რ. თ-ეს – 1566,12 ლარი, ჯ. ქ-ეს – 331,53 ლარი, ე. ხ-ეს – 1670,99 ლარი, გ. ბ-ას – 1464,58 ლარი, გ. ს-ეს – 1747,86 ლარი, მ. მ-ს – 1594,53 ლარი, ვ. ხ-ას – 1698,09 ლარი, მ. ს-ას – 1671,89 ლარი, მ. ჯ-ას – 1724, 60 ლარი, პ. ს-ეს – 1682,41 ლარი, გ. ბ-ეს – 1643,72 ლარი, პ. ი-ეს – 1816,72 ლარი, ი. გ-ეს - 1824,40 ლარი; შპს ,,ს. რ-ას» დაევალა მოსარჩელეთა მიმართ შემდგომი საგადასახადო შეღავათების გამოყენების უზრუნველყოფა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2009 წლის 12 იანვარს ე. კ-ემ და სხვებმა მოსაზრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

2009 წლის 12 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

2009 წლის 14 იანვარს შპს ,,ს. რ-ამ» მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზეანეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

2009 წლის 23 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზეანეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.