Facebook Twitter
ბს-1666-1620(კ-08) 25 ივნისი, 2009 წელი

ბს-1666-1620(კ-08) 25 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ სპს «...»

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): ქ. ბათუმის მერია, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება

განხილვის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 1 თებერვალს სპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიისა და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 3 იანვრის ¹10 ოქმის ამონაწერის თანახმად, კომისიამ დაადგინა, რომ სპს «...» მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით განსაზღვრულ პირობებს იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრება. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 23 იანვრის ბოლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციითა და შესაბამისი დოკუმენტით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთი სხვა ფართთან ერთად აღრიცხული იყო ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად, მაშინ როცა სპს «...» წარმოადგენდა მოთხოვილი მიწის ნაკვეთიდან (696 კვ.მ) 350 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს, ხოლო დანარჩენის _ თვითნებურად დამკავებელს. აღნიშნული გარემოებები კი მას აძლევდა უფლებამოსილებას (რისი რეალიზაციაც მოახდინა კიდეც კომისიისათვის მიმართვით) მოეთხოვა ამ მიწის ნაკვეთზე დადგენილი წესით საკუთრების აღიარება. ქ. ბათუმის მერია კი ცდილობდა 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანებით გაემართლებინა კომისიის უარი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სპს «...» საკუთრების აღიარების თაობაზე. ქ. ბათუმის მერიას ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გამართული ადმინისტრაციული წარმოების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე არ უცნობებია მოსარჩელისათვის.

მოსარჩელის განმარტებით, კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა, როგორც «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის, ისე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე 696 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანებისა და სპს «...» მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 3 იანვრის ¹10 ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 696 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სპს «...» საკუთრების უფლების აღიარების დავალდებულება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხე ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 696 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სპს «...» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანება ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული 696 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ; სპს «...» სარჩელი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 696 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სპს «...» საკუთრების უფლების აღიარებაზე ახალი აქტის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სპს «...» სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამაც, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სპს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე, მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ 696 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ, ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სპს «...» სარჩელი ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 19 დეკემბერს სპს «...” დირექტორმა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა და იმ მიწის ნაკვეთის დაკანონება მოითხოვა, რომელზეც მისი კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური იყო განთავსებული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სპს «...” დირექტორი საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა 696 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, აქედან 205 კვ. მეტრზე, როგორც მართლზომიერი მფლობელი, ხოლო დანარჩენ 491 კვ. მეტრზე, როგორც თვითნებურად დამკავებელი. 2008 წლის 3 იანვრის №10 ოქმით დასტურდებოდა, რომ სპს «...” დირექტორს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად. ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებით ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების მიმდებარედ 7764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად და სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მითითებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის წერილით ირკვეოდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ იყო წინააღმდეგი ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების მიმდებარედ 7764 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულიყო თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული სახელმწიფო საკუთრების შენობა-ნაგებობები და არ იმყოფებოდა კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრებში ან სარგებლობაში. 2007 წლის 6 ნოემბერს ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა … ქუჩის №…-ში მდებარე 7764,0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სპს «...” საკუთრებაში არსებული რაიმე შენობა განთავსებული არ იყო, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური სპს «...” სარგებლობაში იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, შენობის მფლობელობა და სარგებლობა ვერ განაპირობებდა ამ შენობის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებას კომისიის მიერ და ქ. ბათუმის მერია მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო სადავო ფართზე ბენზინგასამართი სადგურის განთავსების თაობაზე, არ იყო ვალდებული, მიწის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაება ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი სპს «...”. ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში სპს «...”, როგორც დაინტერესებული მხარის, მონაწილეობის შემთხვევაშიც სადავო საკითხზე ანალოგიური შედეგი დადგებოდა _ მიწის ნაკვეთი კვლავ მერიის საკუთრებად აღირიცხებოდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის «ა” პუნქტით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში იყო თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარებოდა დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას. იმავე კანონის 67-ე მუხლის მე-14 პუნქტით მიეთითა, რომ ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად უნდა დარეგისტრირებულიყო მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველო ორგანული კანონის პირველი მუხლის «ბ” პუნქტით თვითმმართველი ერთეული განმარტებული იყო, როგორც დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავდა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, ჰქონდა საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და დამოუკიდებელი იურიდიული პირი იყო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილი იყო მიწის ნაკვეთი, რომელზედაც სპს «...” მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ბენზინგასამართი სადგური იყო განთავსებული, დაერეგისტრირებინა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრებად. შესაბამისად, სპს «...” სასარჩელო მოთხოვნა ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც ქ. ბათუმის მერიამ საკუთრებად გამოაცხადა ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების მიმდებარედ არსებული 7764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და იგი ამ უფლებით აღირიცხა საჯარო რეესტრში, უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ქ. ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე სპს «...” საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას სწორად ეთქვა უარი. ამასთან, აპელანტის _ სპს «...” მიერ არ იქნა წამოყენებული დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ა” პუნქტით მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე. იმავე მუხლის «გ” პუნქტით თვითნებურად დაკავებული მიწა წარმოადგენდა ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ იყო განკარგული. იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი იყო შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებდა კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სპს «...” დირექტორის მიერ კომისიაში წარდგენილი განაცხადის განხილვის დროისთვის სადავო 969 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მართებულად განაცხადა უარი მითითებულ ნაკვეთზე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს «...». კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი 2007 წლის 6 ნოემბერს აღირიცხა არა თვითმმართველი ერთეულის ქ. ბათუმის, არამედ ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 18 ოქტომბრის ¹16/2645/10-7 წერილი ქ. ბათუმის მერიას 2007 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებით არ უნდა მიეჩნია სპს «...» სარგებლობაში არსებული ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 696 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის, მით უფრო, ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად აღრიცხვის საფუძვლად, ვინაიდან «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერია იყო თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა ქ. ბათუმის მერიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე არ იყო მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის არც მართლზომიერი მფლობელი და არც თვითნებურად დამკავებელი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები – დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის «გ» და «ე» ქვეპუნქტების თანახმად, მიჩნეული უნდა იქნეს სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილის მართლზომიერი მფლობელობის, ხოლო ნაწილის თვითნებურად დაკავებულად მიჩნევისათვის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, კერძოდ: ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში 696 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ნაწილი ფირმა «...» და შემდეგში შპს «...», ხოლო 2001 წლიდან სპს «...» ჰქონდა მართლზომიერ მფლობელობაში; 1999 წლის 17 მარტით დათარიღებული ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის უფროსის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული შპს «...» ბენზინგასამართი სადგურის სქემა, რეგისტრირებული ¹01-10/175 პროექტი, 03.07.98 წელს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ტექბიუროს არქივიდან ამოღებული ¹341 და ¹270-271 კვარტალური გეგმების ასლები, სადაც ჩანდა ქ. ბათუმში, ... და ... კვეთაში მდებარე ბეზინგასამართი სადგური; ამ საწარმოების მფლობელობის უფლება დაეთმო მოსარჩელეს, რაც კანონსაწინააღმდეგო გარიგებად არავის უცვნია; საქმეში არსებული ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის მიერ 2008 წლის 13 თებერვალს გაცემული ¹1-18-149 წერილიც ადასტურებდა 1994 წლის 26 ოქტომბერს ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე ავტოგასამართი სადგური (სარეგისტრაციო ¹1920) რეგისტრირებული იყო მცირე საწარმო «...», რომელიც 1998 წლის 13 იანვარს გადაუფორმდა შპს «...». ასევე 1999 წლის 19 მარტს რეგისტრირებული იყო შპს «...» მაღაზია (სარეგისტრაციო ¹3747) რომელიც 2001 წელს გადაიფორმა სპს «...»; ქ. ბათუმის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2003 წელს გაცემული ¹199 ცნობა, რომლითაც სამმართველო აცნობებდა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომ სპს «...» 205 კვ.მ მიწის სარგებლობისათვის უნდა გადაეხადა 30,90 ლარი; ქ. ბათუმის ... დასახლების ადმინისტრაციის მიერ 2006 წლის 9 მარტს გაცემული ¹085 ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე იხდიდა სადავო მიწის ნაკვეთიდან 205 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის გადასახადს დადგენილი წესით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად გაიზიარა ქ. ბათუმის მერიის მტკიცება იმის თაობაზე, თითქოს ამ უკანასკნელს გააჩნდა სადავო მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში აღრიცხვისათვის საჭირო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ სპს «...» არის სადავო მიწის ნაკვეთზე – ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 696 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი. იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ბათუმის მერია არ უარყოფდა ამ ფაქტობრივ გარემოებას და აღნიშნული გარემოების დამამტკიცებელი მრავალი წერილობითი მტკიცებულება იყო საქმეში, ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 24 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების გამოცემამდე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას, სპს «...» წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს.

კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების საფუძველზე წარმოეშვა მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა, რადგან იგი ასეთად განიხილებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების ამოქმედების დროისათვის. «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 14-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განსაზღვრისა და გამიჯვნამდე, აღნიშნული კატეგორიის მიწები უნდა დარეგისტრირებულიყო მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიამ მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მითითებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისათვის თანხმობის მისაღებად, თუმცა პასუხად მიღებული წერილი გონივრული განსჯის შემდეგ არ შეიძლებოდა თანხმობად ყოფილიყო განხილული.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა განეხილა და გადაეწყვეტა სადავო საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცემოდა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. კასატორი მიუთითებს, რომ მისთვის ¹1199 ბრძანების გამოსაცემად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობილი არ იყო.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 24 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არც კი დაუსაბუთებია, მაშინ როცა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების საფუძველზე მოსარჩელეს წარმოეშვა მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა. მას, როგორც კერძო სამართლის სუბიექტს, კანონიერი მოლოდინი ჰქონდა სადავო მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში აღრიცხვისა. ქ. ბათუმის მერიამ კი ისე, რომ არავითარი საჯარო ინტერესი არ არსებობდა, ადმინისტრაციული წარმოების, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის, მოსარჩელის – დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის გარეშე, სამართლებრივად გააუარესა სპს «...” მდგომარეობა, სადავო მიწის ნაკვეთი აღრიცხა რა თავის საკუთრებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპს «...» საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 16 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 19 მარტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით სპს «...» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2009 წლის 21 მაისს, 12.00 საათზე.

მოცემული საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კერძოდ, 2009 წლის 25 ივნისს, სპს «...» წარმომადგენელმა ჟანა ჯიბლაძემ და ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა გ. მ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს ქ. ბათუმის მერიასა და სპს «...» შორის 2009 წლის 22 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტი. აღნიშნულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:

«საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1666-1620(კ-08) სპს «...» საკასაციო საჩივრის გამო, საქმეზე სპს «...» სარჩელის გამო ქ. ბათუმის მერიის მიმართ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 696 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 7764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმის მერიაზე. მხარეები ერთი მხრივ _ ქ. ბათუმის მერია და მეორე მხრივ _ სპს «...» შეთანხმდნენ და წინამდებარე მორიგების აქტი გააფორმეს შემდეგზე:

1. მხარეები საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ ¹ბს-1666-1620(კ-08) ადმინისტრაციულ საქმეს დაამთავრებენ მორიგებით და სპს «...» ქ. ბათუმის მერიის ანგარიშზე შეიტანს მიწის ნაკვეთის ღირებულებას, 1 კვ.მ-ზე 108 (ას რვა) ლარს;

2. სპს «...» ქ. ბათუმის მერის სასარგებლოდ სულ გადაიხდის 48000 (ორმოცდარვა ათასი) ლარს;

3. სპს «...» მიერ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის 48000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის სრულად გადახდა უნდა განხორციელდეს 2009 წლის 30 ივლისამდე;

4. სპს «...» თანხის გადარიცხვას მოახდენს ქ. ბათუმის მერიის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღები _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ბათუმი), ანგარიში _ 200122900. მიმღების ბანკის _ სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი _ 220101 222. ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი _ 300693390;

5. ქ. ბათუმის მერია თანახმაა გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლის მიხედვით თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 444,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა _ ქ. ბათუმი; კოდი _ 05, სექტორი _ 25; კვარტლის ნომერი _ 05; ნაკვეთის ნომერი _ 019; ფართობი _ 444,0 კვ.მ; მისამართი _ ქ. ბათუმი, ... ქ. ¹...; უფლება _ საკუთრება; მესაკუთრე _ ქ. ბათუმის მერია; ნაკვეთის ფუნქცია _ არასასოფლო; განცხადების რეგისტრაციის ¹882009162924; განცხადების რეგისტრაციის თარიღი _ 09.06.2009წ; უფლების რეგისტრაციის თარიღი _ 15.06.2009წ.) და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებულ 87,8 კვ.მ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ 48000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის სრულად გადახდის შემდეგ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს სპს «...»;

6. ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 444,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე არსებულ 87,8 შენობა-ნაგებობებთან ერთად, სპს «...» სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვა მოხდეს მხოლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის 48000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ სრულად გადახდის შემდეგ;

7. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის ¹15ყ/დ განჩინებით სპს «...» სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ქ. ბათუმში, ... ქ. ...-ში მდებარე 444,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (განჩინების მიხედვით ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 696 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი);

8. სპს «...» ვალდებულია წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინება ქ. ბათუმში, ... ქ. ...-ში მდებარე 444,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (განჩინების მიხედვით ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებული 696 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) ყადაღის მოხსნის ნაწილში აღსასრულებლად წარადგინოს მხოლოდ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ 48000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის სრულად გადახდის შემდეგ;

9. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ისინი წარმოადგენენ სათანადოდ უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

10. შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის შემდგომ და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, ან/და დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილება, ან მიმდინარე სასამართლო დავა, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხების ნამდვილობაზე მთლიანად ან მისი ცალკეული დებულებების აღსრულებაზე;

11. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმისწარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

12. მხარეები წინამდებარე შეთანხმებით ადასტურებენ, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიან რეპუტაციას, იმიჯსა და ავტორიტეტს, ადასტურებენ და იღებენ ვალდებულებებს უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რაც საზიანოა ერთმანეთის იმიჯისათვის და ატარებს რეპუტაციის შემლახველ ხასიათს. ასევე თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები არ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი იქნება მხარეთა საქმიანი რეპუტაციისათვის და არ მიმართავენ ისეთ ხერხებს, რომელიც გამოიხატება მხარეთა იმიჯის შემლახავი ცნობების გავრცელებაში საჯაროდ თუ დახურული ფორმით;

13. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთნხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;

14. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარეები თანახმანი არიან, რომ მორიგების პროცესში ერთმანეთისათვის ცნობილი კომერციული, პირადი და საქმიანი ინფორმაციები დაცული იქნება მესამე პირებზე გადაცემისაგან;

15. წინამდებარე შეთანხმება თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად როგორც მისი ხელმომწერი მხარეებისათვის, ასევე მათი სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის;

16. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;

17. მხარეები თანახმანი არიან წინამდებარე შეთანხმება გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მორიგების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რათა შეწყდეს სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება;

18. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად და ყოველი ეგზემპლარის თითოეული გვერდი დამოწმებულია ქ. ბათუმის მერიის ბეჭდით. მორიგების აქტის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს;

19. მხარეთა მიერ, ამ შეთანხების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში».

ქ. ბათუმის მერიასა და სპს «...» შორის 2009 წლის 22 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტი ხელმოწერილია ქ. ბათუმის მერიის მხრიდან ქ. ბათუმის მერის _ რ. ჩ-ძის, ხოლო სპს «...» მხრიდან _ სპს «...» დირექტორის კ. ბ-იანის მიერ და დამოწმებულია ქ. ბათუმის მერიის ბეჭდით.

მოცემული საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კერძოდ, 2009 წლის 25 ივნისს, სპს «...» წარმომადგენელმა ჟ. ჯ-ძემ შუამდგომლობა დააყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე სპს «...» სარჩელზე მოპასუხე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ სპს «...» და ქ. ბათუმის მერიას შორის გაფორმდა მორიგების აქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინებით სპს «...» წარმომადგენლის ჟ. ჯ-ძის შუამდგომლობის განხილვა და მორიგების აქტის დამტკიცება ზეპირი მოსმენის გარეშე დადგინდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო სპს «...» და ქ. ბათუმის მერიას შორის 2009 წლის 22 ივნისს გაფორმებულ მორიგების აქტს და სპს «...» წარმომადგენელ ჟ. ჯ-ძის შუამდგომლობას სპს «...» სარჩელზე მოპასუხე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიაჩნია, რომ სპს «...» და ქ. ბათუმის მერიას შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს აღნიშნული აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს სპს «...» სარჩელის გამო მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ მორიგების აქტის დამტკიცების გამო, ხოლო სპს «...» წარმომადგენელ ჟ. ჯ-ძის შუამდგომლობა სპს «...» სარჩელზე მოპასუხე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება სპს «...» სარჩელის გამო მოპასუხე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ქ. ბათუმის მერიასა და სპს «...» შორის 2009 წლის 22 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები და, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სპს «...» წარმომადგენელმა ჟ. ჯ-ძემ (საქმეში წარმოდგენილია სარჩელზე უარის თქმის სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა _ ს.ფ. 43) სარჩელზე მოპასუხე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა. ამასთან, ფიზიკური პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სპს «...» დირექტორს კ. ბ-იანს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს ქ. ბათუმის მერიასა და სპს «...» შორის 2009 წლის 22 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

1.1. მხარეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ ¹ბს-1666-1620(კ-08) ადმინისტრაციულ საქმეს დაამთავრებენ მორიგებით და სპს «...» ქ. ბათუმის მერიის ანგარიშზე შეიტანს მიწის ნაკვეთის ღირებულებას, 1 კვ.მ-ზე 108 (ას რვა) ლარს;

1.2. სპს «...» ქ. ბათუმის მერის სასარგებლოდ სულ გადაიხდის 48000 (ორმოცდარვა ათასი) ლარს;

1.3. სპს «...» მიერ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის _ 48000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის სრულად გადახდა უნდა განხორციელდეს 2009 წლის 30 ივლისამდე;

1.4. სპს «...» თანხის გადარიცხვას მოახდენს ქ. ბათუმის მერიის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღები _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ბათუმი), ანგარიში _ 200122900. მიმღების ბანკის _ სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი _ 220101 222. ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი _ 300693390;

1.5. ქ. ბათუმის მერია თანახმაა გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლის მიხედვით თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 444,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა _ ქ. ბათუმი; კოდი _ 05, სექტორი _ 25; კვარტლის ნომერი _ 05; ნაკვეთის ნომერი _ 019; ფართობი _ 444,0 კვ.მ; მისამართი _ ქ. ბათუმი, ... ქ. ¹...; უფლება _ საკუთრება; მესაკუთრე _ ქ. ბათუმის მერია; ნაკვეთის ფუნქცია _ არასასოფლო; განცხადების რეგისტრაციის ¹882009162924; განცხადების რეგისტრაციის თარიღი _ 09.06.2009წ; უფლების რეგისტრაციის თარიღი _ 15.06.2009წ.) და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებულ 87,8 კვ.მ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ 48000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის სრულად გადახდის შემდეგ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს სპს «...»;

1.6. ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 444,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მასზე არსებულ 87,8 შენობა-ნაგებობებთან ერთად სპს «...» სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვა მოხდეს მხოლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის _ 48000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ სრულად გადახდის შემდეგ;

1.7. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის ¹15ყ/დ განჩინებით სპს «...» სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ქ. ბათუმში, ... ქ. ...-ში მდებარე 444,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (განჩინების მიხედვით ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 696 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი);

1.8. სპს «...» ვალდებულია, წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინება ქ. ბათუმში, ... ქ. ...-ში მდებარე 444,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (განჩინების მიხედვით ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 696 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) ყადაღის მოხსნის ნაწილში აღსასრულებლად წარადგინოს მხოლოდ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ 48000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის სრულად გადახდის შემდეგ;

1.9. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ისინი წარმოადგენენ სათანადოდ უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

1.10. შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის შემდგომ და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, ან/და დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილება, ან მიმდინარე სასამართლო დავა, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხების ნამდვილობაზე მთლიანად ან მისი ცალკეული დებულებების აღსრულებაზე;

1.11. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს მიერ საქმისწარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

1.12. მხარეები წინამდებარე შეთანხმებით ადასტურებენ, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიან რეპუტაციას, იმიჯსა და ავტორიტეტს, ადასტურებენ და იღებენ ვალდებულებებს უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რაც საზიანოა ერთმანეთის იმიჯისათვის და ატარებს რეპუტაციის შემლახველ ხასიათს. ასევე თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები არ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი იქნება მხარეთა საქმიანი რეპუტაციისათვის და არ მიმართავენ ისეთ ხერხებს, რომელიც გამოიხატება მხარეთა იმიჯის შემლახავი ცნობების გავრცელებაში საჯაროდ თუ დახურული ფორმით;

1.13. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთნხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;

1.14. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარეები თანახმანი არიან, რომ მორიგების პროცესში ერთმანეთისათვის ცნობილი კომერციული, პირადი და საქმიანი ინფორმაციები დაცული იქნება მესამე პირებზე გადაცემისაგან;

1.15. წინამდებარე შეთანხმება თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად როგორც მისი ხელმომწერი მხარეებისათვის, ასევე მათი სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის;

1.16. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;

1.17. მხარეები თანახმანი არიან წინამდებარე შეთანხმება გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მორიგების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რათა შეწყდეს სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება;

1.18. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად და ყოველი ეგზემპლარის თითოეული გვერდი დამოწმებულია ქ. ბათუმის მერიის ბეჭდით. მორიგების აქტის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს;

1.19. მხარეთა მიერ, ამ შეთანხების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში;

2. მოსარჩელე სპს «...» და მოპასუხე ქ. ბათუმის მერიას შორის დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;

3. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;

4. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის _ მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით);

5. სპს «...» წარმომადგენელ ჟ. ჯ-ძის შუამდგომლობა სარჩელზე მოპასუხე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

6. მოსარჩელე სპს «...» და მოპასუხე თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას შორის დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ აღნიშნული მოპასუხის მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო;

7. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

8. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

9. სპს «...» დირექტორს კ. ბ-იანს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი;

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.