Facebook Twitter

ბს-1668-1622(კ-08) 25 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ა.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ფ.-მ 20.01.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს, მოპასუხე ...-ს თემის საკრებულოს მიმართ, რომლითაც ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტების შეცვლა, ...-ს თემის საკრებულოსათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის მატერიალური (5000 ლარი) და მორალური (2000 ლარი) ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 05.02.07წ. განჩინებით ...-ს თემის საკრებულოს ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩაერთო ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტი, იმავე დღეს მიღებული განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, რ. ა.-ე ჩართულ იქნა საქმეში მესამე პირად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.02.07წ. გადაწყვეტილებით თ. ფ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ფ.-ის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.07წ. განჩინებით თ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.02.07წ. გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 31.07.07წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ფ.-ის მიერ, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.07.08წ. განჩინებით თ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.07წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას თ. ფ.-მ 23.10.08წ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.02.07წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ¹22/9-2 სარეგისტრაციო ბარათის და მიღება-ჩაბარების აქტის, ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 29.09.06წ. ¹426 განკარგულებით გამოყოფილი კომისიის დასკვნის ბათილად ცნობა, ...-ს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების ¹1 ოქმის, დათვალიერების აქტის და დასკვნის არარად აღიარება, მატერიალური ზიანის _ 5000 ლარის და მორალური ზიანის _ 2000 ლარის მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ დაკისრება და თ. ფ.-თვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.08წ. გადაწყვეტილებით თ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.02.07წ. გადაწყვეტილება, თ. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რ. ა.-ის სახელზე გაცემული 02.07.94წ. ¹22/9-2 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, გაუქმდა საჯარო რეესტრში რ. ა.-ის სახელზე 01.08.06წ. განხორციელებული ჩანაწერი 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, დანარჩენ ნაწილში თ. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა.-მ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და თ. ფ.-თვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ა.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.08წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს რ. ა.-ს დაუბრუნდეს მის მიერ 09.12.08წ. ¹1,79E+09 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი 01024006679) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.