ბს-1692-1646(კ-08) 11 ნოემბერი, 2009წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მესამე პირი) – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...»
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – ვ. ჩ-ძე, მ. ჯ-ძე, ს. ჩ-ძე
სარჩელზე მოპასუხეები – ქ.თბილისის მერია, სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.07წ. განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციული ორგანოსათვის ოთხ სართულზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის აშენების, შესასვლელების, აივნების და ფანჯრების მოწყობის არ დაშვებაზე ზედამხედველობის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. ჩ-ძემ, ს. ჩ-ძემ და მ. ჯ-ძემ 10.12.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის არქიტექტურული დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ და ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში სამშენებლო ფირმის მიერ წარმოებული უკანონო მშენებლობის აღკვეთა მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სამშენებლო ფირმამ ... ¹1-3-ში თვითნებურად დაანგრია მეპატრონე ოჯახის პროექტით გათვალისწინებული ნახევრად აშენებული ორსართულიანი ახალი სახლი და დაიწყო 14 სართულიანი 52 _ ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება. სადარბაზოს, ოფისებისა და მაღაზიის შესასვლელს აწყობდნენ, ისედაც მეპატრონის მიერ დავიწროვებული ... ქუჩის მხრიდან, რაც მიუღებელი იყო მოსარჩელეებისთვის, ... და ... ქუჩების მცხოვრებლებისთვის. ... ქუჩის დასაწყისი მთლიანად ... და ... ქუჩების ერთადერთი ვიწრო დამაკავშირებელი გზაა. უკანონო მრავალსართულიან სახლს სადარბაზოს, ოფისებისა და მაღაზიის შესასვლელის დავიწროვებული ქუჩის მხრიდან მოწყობა, საერთოდ ჩაუხერგავდა გზას მობინადრეებს, მათთან მისული სტუმრების, ოფისებსა და მაღაზიებში მისული ავტომანქანებით. ამასთან, ორსართულიანი სახლის ნაცვლად 14 _ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შესაძლებელია ორივე მხრიდან ქუჩის გაფართოების შემთხვევაში, გამოყოფილი უნდა იქნეს სავალი გზები ფეხით მოსიარულეთათვის, უნდა იქნეს გათვალისწინებული აგრეთვე სანიტარული, სახანძრო, მიწისძვრის, ინსოლაციისა და მრავალსართულიანობის შეზღუდვის კოეფიციენტებით განსაზრვრული ნორმები. მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ 10.10.03წ. პროექტი შეუთანხმებიათ 14 _ სართლიანი სახლის 52 ოჯახისათვის. ქ. თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტმა და პირადად მთავარმა არქიტექტორმა, არაერთი ზეპირი და წერილობითი თხოვნის მიუხედავად, იმის მაგივრად, რომ საწყისშივე აღეკვეთათ უკანონო მშენებლობა, ისარგებლეს გასული წლების უკონტროლობით, მიიღეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და 10.10.03წ. შეათანხმეს სამშენებლო პროექტი. ამასთან, მოსარჩელეებისთვის ცნობილი გახდა, რომ 14 _ სართულიანი სახლის მშენებლობაზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო და მშენებლობა მიმდინარეობდა სამშენებლო ნორმების დარღვევით.
მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში ამხანაგობა «...» მიერ წარმოებული უნებართვო მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.01.04წ. განჩინებით ვ. ჩ-ძის, ს. ჩ-ძის და მ. ჯ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, შეჩერდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში ამხანაგობა «...» მიერ წარმოებული მშენებლობა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.05.04წ. განჩინებით ამხანაგობა «...» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.01.04წ. განჩინება.
მოსარჩელეებმა რამოდენიმეჯერ დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹2068 ბრძანებულების გაუქმება, მერიისათვის უკანონო მშენებლობაზე ზედამხედველობის გაწევის დავალება, რათა არ აშენდეს ოთხ სართულზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი, მოიშალოს აივნები და ამოშენდეს ფანჯრები ... ქუჩის მხარეს, სადარბაზოს, მაღაზიების, ოფისების და ავტოტექმომსახურების შესასვლელები არ გაუკეთდეს აღნიშნული ქუჩის მხრიდან.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ძის, ს. ჩ-ძისა და მ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹20698 ბრძანება, მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით; ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს დაევალა არ გაეცა ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა «...» ბათილად ცნობილი პროექტით გათვალისწინებული 14 _ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა, რომლის სარდაფი და სამი სართული უკვე აშენებული იყო; ქ. თბილისის მერიას მასზე დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით დაევალა ზედამხედველობის განხორციელება, რათა სამომავლოდ, ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ის ტერიტორიაზე 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი არ აშენებულიყო, ამ შენობას ... ქუჩის მხრიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურების შესასვლელები არ გაკეთებოდა, არ გაეცა უფლება ქ. თბილისში, ... ქ. ¹10-ში მდებარე სახლის მოპირდაპირედ აივნებისა და ფანჯრების მოწყობა-გახსნაზე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა «...» წარმომადგენელმა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყეტილების მიღებით ვ. ჩ-ძის, ს. ჩ-ძისა და მ. ჯ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.10.04წ. განჩინებით ამხანაგობა «...» სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, იმ მოტივით, რომ «...» საქმეში მესამე პირად ჩაბმული იყო სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და მას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა «...»-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.11.04წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.05.05წ. განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმე ინდივიდუალური ბინამშენებლობის ამხანაგობა «...» სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და დაევალა ქ. თბილისის მერიას კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით გადაეწყვიტა საკითხები ქ. თბილისში, ... ქ. ¹1 ტერიტორიაზე 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსის აშენების, ... ქუჩიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურების შესასვლელების მოწყობის, ... ქ. ¹10-ში მდებარე სახლის საპირისპიროდ აივნებისა და ფანჯრების მოწყობა-გახსნის შესაძლებლობის თაობაზე, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. ჩ-ძემ, მ. ჯ-ძემ და ვ. ჩ-ძემ, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი გაასაჩივრეს, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.05.08წ. განჩინებით ვ. ჩ-ძის, ს. ჩ-ძის, მ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.07წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გაუქმდა გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და ქ. თბილისის მერიას დაევალა კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით გადაწყვიტოს საკითხები ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ის ტერიტორიაზე 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსის აშენების, მისთვის ... ქუჩიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურების შესასვლელების მოწყობის, ... ქ. ¹10-ში მდებარე სახლის საპირისპიროდ აივნებისა და ფანჯრების მოწყობა-გახსნის შესაძლებლობის თაობაზე. ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ იყო იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, იგი არ ემყარებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და საქმეში დაცულ მტკიცებულებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.07.08წ. განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობა «...» საააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მის მიერ განჩინების მიღების დროისათვის გასაჩივრებული, თბილსის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹20698 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით, შესული იყო კანონიერ ძალაში, რითაც სააპელაციო საჩივარს ფაქტობრივად გამოეცალა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სადავო აქტის ბათილად ცნობით ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს წაერთვა უფლება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა «...» გაეცა ბათილად ცნობილი პროექტით გათვალისწინებული 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა. რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც ქ. თბილისის მერიას დაევალა ზედამხედველობის განხორციელება, რათა სამომავლოდ ქ. თბილისში ... ქუჩაზე არ აშენებულიყო 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი მიზნად ისახავდა ბათილად ცნობილი პროექტის და მშენებლობის ნებართვის გაცემის აკრძალვის უზრუნველყოფის ზომების გატარებას და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.07.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...», რომელმაც მისი გაუქმება მოითხოვა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოწინააღმდეგისთვის იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რომელიც ეხება ქ. თბილისის მერიისათვის მასზე დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით ზედამხედველობის განხორციელების დავალებას, რათა სამომავლოდ ქ. თბილისში, ... ქ. ¹1–ის ტერიტორიაზე არ აშენდეს 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვერებელი კორპუსი, შენობას არ გაუკეთდეს ... ქუჩის მხრიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურეობის შესასვლელები, არ გაიცეს უფლება ქ. თბილისში ... ქ. ¹10-ში მდებარე სახლის მოპირდაპირედ აივნებისა და ფანჯრების მოწყობა-გახსნაზე. საკასაციო საჩივარში კასატორმა მიუთითა, რომ 18.07.08წ. განჩინებაში სასამართლო მსჯელობს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ პუნქტზე, რომელიც უკვე კანონიერ ძალაშია შესული და განხილვის საგანს აღარ წარმოადგენს (რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც დაევალა მერიას არ გასცეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის სახელზე ბათილად ცნობილი პროექტით გათვალისწინებული 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა). «...»-ის წარმომადგენლის განმარტებით, ... ქ. ¹1-ში მშენებლობა უკვე დასრულებულია, ფართი კი მთლიანად გასხვისებული. მოწინააღმდეგე მხარეს შენობის დემონტაჟის მოთხოვნა არ დაუყენებია სასამართლოს არც ერთ სხდომაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით კი ქ. თბილისის მერიას ევალება დემონტაჟის განხორციელება, რაც არც ერთი მხარის მოთხოვნას არ წარმოადგენს, რადგან დემონტაჟი გამოიწვევს იმ ადამიანების დაზარალებას, რომელთაც შეძენილი აქვთ ფართი აღნიშნულ კორპუსში. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებადართული სართულიანობა ოთხ სართულს არ აღემატება. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არგუმენტი, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ძალაში დატოვების შესახებ არის უსაფუძვლო, რამდენადაც გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹20698 ბრძანება მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს დაევალა არ მისცეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...» სახელზე ბათილად ცნობილი პროექტით გათვალისწინებული 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა, უკვე შესულია კანონიერ ძალაში, რაც დასტურია იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.07.08წ. განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
საკასაციო პალატის სხდომაზე «ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ» ქ.თბილისის მერის 12.10.07წ. ¹51 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» ქ.თბილისის მერის 30.12.08წ. ¹62 ბრძანების, ქ.თბილისის მთავრობის 22.12.08წ. ¹24.16.832 დადგენილების საფუძველზე, სსკ-ის 92.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 28.10.09წ. განჩინებით, ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ – ვ. ჩ-ძემ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება. მ. ჯ-ძე და ს. ჩ-ძე სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ. მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიის და სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის ერთი ნახევარი ეთმობა იმას, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹20698 ბრძანების ბათილად ცნობა ართმევს ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნაბართვის გაცემის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ხსენებული მსჯელობა არ არის დააბუთებული და არ ემყარება საქმის მასალებს, ვინაიდან რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹20698 ბრძანება და ქ.თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს დაევალა არ გადასცეს ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის სახელზე ბათილად ცნობილი პროექტით გათვალისწინებული 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა, სააპელაციო სასამართლოს 12.07.07წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, სადღეისოდ კანონიერ ძალაშია შესული და შპს «...»-ის მიერ არ გასაჩივრებულა. ამდენად საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკვე კანონიერ ძალაში მყოფ ნაწილზე მსჯელობა.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მერიას დაევალა ზედამხედველობის განხორციელება, რათა სამომავლოდ ... ქ. ¹1 ტერიტორიაზე არ აშენდეს 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი, თუმცა სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღების მომენტში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებული იყო. გადაწყვეტილების ამ ნაწილის ძალაში დატოვების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება მისი აღსრულება. ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ქ.თბილისის მერიამ მასზე დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით განახორციელოს ზედამხედველობა, რათა სამომავლოდ ქ.თბილისში, ... ქ. ¹1-ის ტერიტორიაზე არ აშენდეს 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი, ამ შენობას არ გაუკეთდეს ... ქუჩის მხრიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურეობის შესასვლელები, არ გაიცეს უფლება ქ.თბილისში, ... ქ. ¹10-ში მდებარე სახლის მოპირდაპირედ აივნების და ფანჯრების მოწყობაზე არ ემყარება ობიექტურ სინამდვილეს, რაც ადასტურებს საქმეზე დავის საგნის დაზუსტების საჭიროებას.
მოპასუხის – სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურული სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით სამსახურის გადაწყვეტილებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისის ... ქ. ¹1 და ... ქ. ¹9 პროექტის დარღვევით აშენებული საცხოვრებელი სახლი, აღნიშნული ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს. საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულებით დამტკიცებული «პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის» 1.3 მუხლის თანახმად ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება, ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით კორპუსის ფართობები რეალიზებულია, ხოლო საკუთრება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერებით. ამდენად, დავის საგანი უშუალოდ ეხება კორპუსის მობინადრეთა ინტერესებს. მიუხედავად აღნიშნულისა საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები, რომლებიც სადავო სამართალურთიერთობების მონაწილენი არიან, არ არიან საქმეში ჩართულნი. საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა დადგინდეს საცხოვრებელი კორპუსის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ბინების რეალიზების, მესაკუთრეთა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი, საქმის ხელახალი განხილვისას საქმეში ჩაბმული უნდა იქნენ მობინადრეები, რომლებიც იმ სამართალურთიერთობის მონაწილენი არიან, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. სასკ-ის 16.2 მუხლით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა (16.5 მუხ.). სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვა წარმოადგენს გადაწყვეტილების გუქმების აბსოლუტურ საფუძველს. სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა, სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების პირობა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს პირთა წრე, რომლებსაც იურიდიული ინტერესი გააჩნიათ განსახილველი დავის მიმართ, საქმეში ჩააბას სამართალურთიერთობის მონაწილე ყველა პირი, დააზუსტოს დავის საგანი, სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოება, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.08წ. განჩინება და საქმე ხლახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.