¹ბს-1695-1649(კ-08) 12 მარტი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ს.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2000 წლის 6 ივლისს ჯ. და რ. ს.-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომლის საფუძველზეც მოითხოვეს, ქ. თბილისის დიდუბის რაიონის ადგილობრივი მმართველობის ¹30 ორგანოს სს უბნის წარმომადგენელ მ. რ.-სა და ფ. ს.-ს შორის 1993 წლის 24 თებერვალს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. 2002 წლის 1 ივლისს ფ., ა., ო. და ნ. ს.-ებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს პირვანდელ სარჩელთან ერთად და მოითხოვეს სადავო ბინაზე იდეალური წილის განსაზღვრა და მასზე საზიარო უფლების გაუქმება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. და რ. ს.-ების სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის დიდუბის რაიონის ადგილობრივი მმართველობის ¹30 ორგანოს სს უბნის წარმომადგენელ მ. რ.-სა და ფ. ს.-ს შორის 1993 წლის 24 თებერვალს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება, რეგისტრირებული ქ. თბილისის ¹27 სანოტარო კანტორაში, საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, დ/მ, მე-2 კვარტლის, მე-19 კორპუსის, ბინა ¹29-ში. ფ., ა., ო. და ნ. ს.-ების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფ., ნ., ა. და ო. ს.-ებმა და მოითხოვეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 11 თებერვლის განჩინებით ფ. ს.-ის, ა. ს.-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრეს ფ., ა., ო., ნ. და ჯ. ს.-ებმა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ფ., ა., ო., ნ. და ჯ. ს.-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 11 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ., ა., ო., ნ. და ჯ. ს.-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ს.-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; შეწყდა საქმის წარმოება ჯ. ს.-ის სარჩელზე უფლებამონაცვლის დაუშვებლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ს.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ს.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად რ. ს.-ს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2009 წლის 6 თებერვალს რ. ს.-ს მეურვემ ტ. ს.-მ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა რ. ს.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რ. ს.-ს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ რ. ს.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რ. ს.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას რ. ს.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.