Facebook Twitter

¹ბს-1720-1674(კ-08) 12 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 31 მაისს ი. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, მესამე პირად კი ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობაზე მიუთითა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის პრეფექტის 1991 წლის 30 მაისის ¹80 ბრძანების საფუძველზე, 1991 წლის 22 ივლისს, ერთი მხრივ, კოოპერატივ ,,...”, ფირმა ,,.” და, მეორე მხრივ, ი. შ.-ს შორის გაფორმდა საგარანტიო ხელშეკრულება ¹2. აღნიშნულის თანახმად, მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას მასზე რიცხული ოროთახიანი ბინის ჩაბარებაზე, სადაც ხანძრისგან დაზარალებული ალექსანდრე არაქელოვის ოჯახი უნდა შესახლებულიყო, ხოლო კოოპერატივ ,,...” და ფირმა ,,...” კისრულობდნენ ახლად აშენებულ სახლში ოთხოთახიანი ბინით ი. შ.-ს დაკმაყოფილების ვალდებულებას.

ხელშეკრულების პირობები მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული, კერძოდ, მან ჩააბარა კუთვნილი ოროთახიანი ბინა, მაგრამ მისი დაკმაყოფილება საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით არ მომხდარა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 1991 წლის 22 ივლისის ¹2 საგარანტიო ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისისთვის მის სასარგებლოდ 20 000 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. შ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ი. შ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. შ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიას მის სასარგებლოდ 20 000 დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. შ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. შ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიას მის სასარგებლოდ 20 000 დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1991 წლის 22 ივლისს ი. შ.-სა და კოოპერატივ ,,...”-სა და ფირმა ,,...”-ს შორის გაფორმებული იყო საგარანტიო ხელშეკრულება ¹2, რომელიც გამოცემული იყო ქ. თბილისის პრეფექტის 1991 წლის 30 მაისის ¹80 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანებით კოოპერატივ ,,...”-სა და ფირმა ,,...”-ს საბინაო კომპლექსის ასაშენებლად გადაცემული ჰქონდათ ...-ის ქ. ¹40/2 და ...-ის ქ. ¹47-ში მდებარე ხანძრის შედეგად დამწვარი სახლები, იმ პირობით, რომ მათ დაზარალებული მობინადრეები საცხოვრებელი ბინებით უნდა უზრუნველეყოთ, ამასთან, ისინი უფლებამოსილები იყვნენ ჩუღურეთის რაიონის გამგეობასთან ერთად, გაეცათ საგარანტიო ხელშეკრულებები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. შ.-ს დაკმაყოფილება ¹2 საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინით არ მომხდარა, ამასთან კოოპერატივ ,,...”-სა და ფირმა ,,...”-ს, რომლებიც აღნიშნული ხელშეკრულების გარანტს წარმოადგენდნენ, უფლებამონაცვლე არ ჰყავდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (საგარანტიო ხელშეკრულების გაცემის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია) 205-ე მუხლსა და ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონზე და მიიჩნია, რომ საგარანტიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კოოპერატივ ,,....”-სა და ფირმა ,,”-ის მიერ შეუსრულებლობის გამო, ქ. თბილისის მერიას უნდა დაკისრებოდა ი. შ.-ს სასარგებლოდ მის მიერ ჩაბარებული ოროთახიანი ბინის საკომპენსაციოდ 20 000 დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, ვინაიდან ¹2 საგარანტიო ხელშეკრულება გაცემული იყო ქ. თბილისის პრეფექტის 1991 წლის 30 მაისის ¹80 ბრძანების საფუძველზე და ამასთან, თბილისის მმართველობის ორგანოს - მერია, ხოლო მის ტერიტორიულ ორგანოს ჩუღურეთის გამგეობა წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 12 მარტამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.