Facebook Twitter
ბს-1728-1682(კ-08) 2 ნოემბერი, 2009წ

ბს-1728-1682(კ-08) 2 ნოემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. გ-ანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

30.05.08 წ. კ. გ-ანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ლენტეხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხის უმოქმედობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ლენტეხის რაიონული სასამართლოს 30.07.08 წ. გადაწყვეტილებით კ. გ-ანის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა.

ლენტეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.08.08წ. განჩინებით საქართველოს ლტოლვითა და განსახლების სამინისტრო ჩაბმულ იქნა მესამე პირად ადმინისტრაციულ საქმეში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.08წ. განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.08წ. გადაწყვეტილებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 30.07.08წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება კ. გ-ანის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.08წ. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა კ. გ-ანმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, კ. გ-ანის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც კ. გ-ანის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. გ-ანის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.08 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს კ. გ-ანს დაუბრუნდეს მის მიერ 03.03.09წ. ¹1 საგადასახადო დავალებით (საიდენთიფიკაციო კოდი 27001001334) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.