ბს-175-169(კ-09) 16 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 5 ივნისს თ. ზ-ძემ, თ. ნ-ძემ, ე. ზ-ძემ, რ. გ-ელმა, პ. ა-ძემ, ნ. ჩ-შვილმა, ვ. ნ-ძემ, პ. თ-შვილმა, ლ. კ-ძემ, ი. კ-ძემ, მ. გ-შვილმა, ვ. ო-ძემ და ნ. ც-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი სამხედრო სამსახურს გადიოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ სამხედრო ნაწილში ¹.... მოსარჩელეების მითითებით, მათ მიმართ თავდაცვის სამინისტროს 1998-2000 წლის სახელფასო დავალიანება ჰქონდა, კერძოდ, თ. ზ-ძის მიმართ _ 697 ლარი, თ. ნ-ძის მიმართ _ 1388,84 ლარი, ე. ზ-ძის მიმართ _ 1634,73 ლარი, რ. გ-ელის მიმართ _ 1152,58 ლარი, პ. ა-ძის მიმართ _ 1560,92 ლარი, ნ. ჩ-შვილის მიმართ _ 1497,63 ლარი, ვ. ნ-ძის მიმართ _ 1221,94 ლარი, პ. თ-შვილის მიმართ _ 1608,15 ლარი, ლ. კ-ძის მიმართ _ 1293,21 ლარი, ი. კ-ძის მიმართ _ 1591,99 ლარი, მ. გ-შვილის მიმართ _ 1046, 28 ლარი, ვ. ო-ძის მიმართ _ 1593,24 ლარი და ნ. ც-ძის მიმართ _ 543 ლარი.
მოსარჩელეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის აღნიშნული სახელფასო დავალიანებების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ზ-ძის, თ. ნ-ძის, ე. ზ-ძის, რ. გ-ელის, პ. ა-ძის, ნ. ჩ-შვილის, ვ. ნ-ძის, პ. თ-შვილის, ლ. კ-ძის, ი. კ-ძის, მ. გ-შვილის, ვ. ო-ძის და ნ. ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა თ. ზ-ძის სასარგებლოდ _ 697 ლარის, თ. ნ-ძის სასარგებლოდ _ 1388,84 ლარის, ე. ზ-ძის სასარგებლოდ _ 1634,73 ლარის, რ. გ-ელის სასარგებლოდ _ 1152,58 ლარის, პ. ა-ძის სასარგებლოდ _ 1560,92 ლარის, ნ. ჩ-შვილის სასარგებლოდ _ 1497,63 ლარის, ვ. ნ-ძის სასარგებლოდ _ 1221,94 ლარის, პ. თ-შვილის სასარგებლოდ _ 1608,15 ლარის, ლ. კ-ძის სასარგებლოდ _ 1293,21 ლარის, ი. კ-ძის სასარგებლოდ _ 1591,99 ლარის, მ. გ-შვილის სასარგებლოდ _ 1046,28 ლარის, ვ. ო-ძის სასარგებლოდ _ 1593,24 ლარის, ნ. ც-ძის სასარგებლოდ _ 543 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება თ. ზ-ძის სასარგებლოდ _ 236 ლარის, თ. ნ-ძის სასარგებლოდ _ 668,85 ლარის, ე. ზ-ძის სასარგებლოდ _ 826 ლარის, რ. გ-ელის სასარგებლოდ _ 513,50 ლარის, პ. ა-ძის სასარგებლოდ _ 826 ლარის, ნ. ჩ-შვილის სასარგებლოდ _ 778,80 ლარის, ვ. ნ-ძის სასარგებლოდ _ 636,73 ლარის, პ. თ-შვილის სასარგებლოდ _ 826 ლარის, ლ. კ-ძის სასარგებლოდ _ 669,09 ლარის, ი. კ-ძის სასარგებლოდ _ 826 ლარის, მ. გ-შვილის სასარგებლოდ _ 525,10 ლარის, ვ. ო-ძის სასარგებლოდ _ 826 ლარის, ნ. ც-ძის სასარგებლოდ _ 273,77 ლარის ანაზღაურების ნაწილში; თ. ზ-ძეს, თ. ნ-ძეს, ე. ზ-ძეს, რ. გ-ელს, პ. ა-ძეს, ნ. ჩ-შვილს, ვ. ნ-ძეს, პ. თ-შვილს, ლ. კ-ძეს, ი. კ-ძეს, მ. გ-შვილს, ვ. ო-ძეს და ნ. ც-ძეს უარი ეთქვათ მათ მოთხოვნებზე კვების კომპენსაციის სახით თ. ზ-ძის სასარგებლოდ _ 236 ლარის, თ. ნ-ძის სასარგებლოდ _ 668,85 ლარის, ე. ზ-ძის სასარგებლოდ _ 826 ლარის, რ. გ-ელის სასარგებლოდ _ 513,50 ლარის, პ. ა-ძის სასარგებლოდ _ 826 ლარის, ნ. ჩ-შვილის სასარგებლოდ _ 778,80 ლარის, ვ. ნ-ძის სასარგებლოდ _ 636,73 ლარის, პ. თ-შვილის სასარგებლოდ _ 826 ლარის, ლ. კ-ძის სასარგებლოდ _ 669,09 ლარის, ი. კ-ძის სასარგებლოდ _ 826 ლარის, მ. გ-შვილის სასარგებლოდ _ 525,10 ლარის, ვ. ო-ძის სასარგებლოდ _ 826 ლარის, ნ. ც-ძის სასარგებლოდ _ 273,77 ლარის გადახდის შესახებ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 12 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 16 აპრილამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.