Facebook Twitter

¹ბს-19-19(კ-09) 19 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. კ.-ის, ზ. ა.-ს, დ. ი.-ის, თ. ჩ.-ს, თ. ხ.-ის, ბ. ა.-ისა და ო. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 25 ნოემბერს ს. კ.-მ, ზ. ა.-მ, დ. ი.-მ, თ. ჩ.-მ, თ. ხ.-მ, ბ. ა.-მ და ო.. ბ.-მ სარჩელით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 9 ნოემბრის ¹13-02/1326/11910 წერილის, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ბათილად ცნობისა და 186107 ლარის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 16 აპრილის ¹347 ბრძანების საფუძველზე შპს «...-ში" ჩატარდა საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგად შპს «...-ს" ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა საბაჟო გადასახადის - 3621805 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში და 3716 ლარის გადახდა, ასევე საგადასახადო კუთხით - 125 410 ლარი. დარიცხული გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით, 2000 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და შპს «...-ს" შორის შეთანხმება მორიგების შესახებ, რომლის საფუძველზეც განხორციელდა დარიცხული თანხის ნაწილის ჩათვლა, ხოლო ნაწილის - პირდაპირ გადახდა. მორიგების აქტით დადგენილი გრაფიკის მიხედვით დარიცხული თანხის ბიუჯეტში საბოლოო ჩარიცხვა შპს «...-ის" მიერ დამთავრდა 2002 წლის ნოემბერში. საბოლოოდ, ჩათვლას დაექვემდებარა 2 058056 აშშ დოლარი, შესაბამისი კურსით 4074950 ლარი, ხოლო საბაჟოO გადასახადების სახით - 2006930 ლარი, ასევე საგადასახადო კუთხით - 121 694 ლარი, სულ ბიუჯეტში ჩაირიცხა 6 203 574 ლარი, საიდანაც შემმოწმებლებზე გასაცემი 3%-იანი საპრემიო თანხა შეადგენდა 186 107 ლარს.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი კონტროლის პალატის წერილობითი მოთხოვნისა და მათი განმეორებითი განცხადების საფუძველზე მიიღეს 2004 წლის 9 ნოემბრის ¹13-02/1326/11910 წერილი, რომლითაც უარი ეთქვათ საპრემიო თანხის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, 2004 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა სპეციალური სახსრების ანგარიში და ასევე - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლიც. ამასთან, არ იყო ჩარიცხული ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე სამინისტროს კუთვნილი წილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ფიზიკური პირების: ს. კ.-ის, ზ. ა.-ს, დ. ი.-ის, თ. ჩ.-ს, თ. ხ.-ის, ბ. ა.-ისა და ო. ბ.-ის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განსჯადობის წესით განსახილველად.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეთა წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 144 798,88 ლარის გადახდის დაკისრება.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 9 ნოემბრის წერილი და მას მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 144 749,88 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის ვეკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. კ.-ის, ზ. ა.-ს, დ. ი.-ის, თ. ჩ.-ს, თ. ხ.-ის, ბ. ა.-ისა და ო. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. კ.-მ, ზ. ა.-მ, დ. ი.-მა, თ. ჩ.-მ, თ. ხ.-მ, ბ. ა.-მ და ო. ბ.-მ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. კ.-ის, ზ. ა.-ს, დ. ი.-ის, თ. ჩ.-ს, თ. ხ.-ის, ბ. ა.-ისა და ო. ბ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 15 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 19 მარტამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. კ.-ის, ზ. ა.-ს, დ. ი.-ის, თ. ჩ.-ს, თ. ხ.-ის, ბ. ა.-ისა და ო. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. კ.-ის, ზ. ა.-ს, დ. ი.-ის, თ. ჩ.-ს, თ. ხ.-ის, ბ. ა.-ისა და ო. ბ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.