Facebook Twitter

ბს-230-224(3კ-09) 11 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე პაატა სილაგაძე

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს «ს»-ს საკასაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებიდან, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 იანვრის გზავნილიდან (ს.ფ. 166) ირკვევა, რომ შპს «ს»-ს დირექტორს _ ვ. რ.-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლის შემცველი ხსენებული გზავნილი პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 16 იანვარს, რაც დასტურდება ამავე გზავნილზე ვ. რ.-ის ხელმოწერითა და მის მიერვე მითითებული თარიღით. შპს «ს»-ს დირექტორმა ვ. რ.-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 11 მარტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ამდენად, შპს «ს»-ს საკასაციო საჩივარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შპს «ს»-თვის ამოიწურა 2009 წლის 16 თებერვალს (ორშაბათი).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «ს»-ს საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შპს «ს»-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.