Facebook Twitter
ბს-237-231(კ-09) 03 ივნისი, 2009წ

ბს-237-231(კ-09) 03 ივნისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2001 წლის 26 ნოემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. კ-ძემ, მოპასუხეების _ ტ. მ-ოვის, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული გამგეობის, თბილისის მთავარი არქიტექტორის და თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიმართ და მოითხოვა თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1995 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების, თბილისის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 11 იანვრის ¹05 ბრძანების და თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 1996 წლის 27 აგვისტოს ნებართვის ბათილად ცნობა, ტ. მ-ოვის მიერ აშენებული მანსარდის აღება მისივე სახსრებით და ტ. მ-ოვის მიერ მატერიალური ზარალის 20000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნები _ თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1995 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების, თბილისის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 11 იანვრის ¹05 ბრძანების და თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 1996 წლის 27 აგვისტოს ნებართვის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ტ. მ-ოვს დაეკისრა 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის გადახდა გადახდის დროისთვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2003 წლის 28 ნოემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ასევე ტ. მ-ოვმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაეკისრა ზიანის ანაზღაურება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მე-3 პირის სახით ჩართული იქნა ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეზე მოწინააღმდეგე მხარე კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა _ ძველი თბილისის გამგეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე აპელანტ ტ. მ-ოვის უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა _ რ. მ-ოვი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეს ¹3ბ/30-06 ცალკე წარმოებად გამოეყო მ. კ-ძის სარჩელის მოთხოვნები ტ. მ-ოვის მიმართ _ უკანონოდ აშენებული მანსარდის მოშლის და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე; მ. კ-ძის და რ. მ-ოვის სააპელაციო საჩივრები კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც ეხება უკანონოდ აშენებული მანსარდის მოშლას და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას; მ. კ-ძის და რ. მ-ოვის სააპელაციო საჩივრებზე კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც ეხება უკანონოდ აშენებული მანსარდის მოშლას და მატერიალური ზიანის ანაზრაურებას, შეჩერდა წარმოება ადმინისტარციული სამართალწარმოების წესით განსახილველ მოთხოვნაზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იმსჯელა რა მ. კ-ძის სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილზე, რომელიც ეხებოდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას, 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკმბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილი იქნა ხარვეზი და კასატორს მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.

კასატორ მ. კ-ძის 16.03.2009 წლის განცხადების საფუძველზე საკასაციო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2008 წ განჩინებაზე;

2. კასატორ მ. კ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 22.01.09წ. ¹1 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი 01015020119) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.