ბს-266-256(2კ-09) 22 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ა-რისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 9 ივლისს ზ. ა-არმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ¹568 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის _ კ. ა-ძის მიერ ხელმოწერილი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში 2008 წლის 25 თებერვალს გაგზავნილი ¹16-10/4931 წერილის ბათილად ცნობა, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის დავალდებულება, გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მოხდებოდა იძულებითი განაცდური ხელფასის დაანგარიშება კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე, თანამდებობრივი სარგოს, სპეციალური წოდებისა და წელთა ნამსახურობის დანამატის, პრემიისა და სასურსათო ულუფის ღირებულების გათვალისწინებით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულიყო გადასახდელი თანხის ხასიათი, აგრეთვე იმაზე, თუ ბანკში მოპასუხის რომელი თანხიდან ჩამოწერილიყო დაკისრებული თანხა, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავალდებულება, აენაზღაურებინა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლით დადგენილი კომპენსაცია, აგრეთვე, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხდელი თანხის 0.07% და გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ა-რის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ. ა-რის სარჩელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ¹568 ბრძანების ბათილად ცნობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, იძულებითი განაცდურის, პრემიის, კვების ულუფისა და სხვა დანამატების გათვალისწინებით დაანგარიშების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხდელი თანხის 0.07%-ის ოდენობით ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; სარჩელი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლის საფუძველზე კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ზ. ა-რის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ზ. ა-არის სასარჩელო მოთხოვნაზე, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 25 თებერვლის ¹16-10/4931 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა ზ. ა-არმა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ზ. ა-რის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-არმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაეკისრებოდათ იძულებითი განაცდური ხელფასის _ 23589.43 ლარისა და დაყოვნებული თანხის გადახდა 2006 წლის 10 ივლისიდან ყოველდღიურად, 16.51 ლარის ოდენობით, ასევე 2004-2006 წლებში გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ა-არის, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, აღნიშნული განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად აღნიშნული საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ზ. ა-რის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ზ. ა-არისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ზ. ა-არისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზ. ა-არისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვათ ზ. ა-არსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.