ბს-283-273(კ-09) 2 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი(მოპასუხე) _ სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო»
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ ნ. დ-ძე, ნ. ქ-ძე, გ. ც-შვილი, გ. ნ-ძე, ი. მ-შვილი, თ. ს-შვილი, მ. ა-ძე, მ. თ-ძე, ი. გ-შვილი, მ. მ-ძე, ვ. ჭ-ძე, ნ. კ-ძე, მ. ა-ძე, გ. ბ-ძე, ო. კ-ძე, გ. შ-ძე, გ. ნ-ძე, ვ. ა-შვილი, ბ. ჭ-ძე, ო. ა-შვილი და მ. ა-შვილი
მესამე პირები – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.08წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
16.10.07წ. ნ. დ-ძემ, ნ. ქ-ძემ, გ. ც-შვილმა, გ. ნ-ძემ, ი. მ-შვილმა, თ. ს-შვილმა, მ. ა-ძემ, მ. თ-ძემ, ი. გ-შვილმა, მ. მ-ძემ, ვ. ჭ-ძემ, ნ. კ-ძემ, მ. ა-ძემ, გ. ბ-ძემ, ო. კ-ძემ, გ. შ-ძემ, გ. ნ-ძემ, ვ. ა-შვილმა, ბ. ჭ-ძემ, ო. ა-შვილმა და მ. ა-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მათი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების და თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის 0,07% გადახდის დაკისრება მოითხოვეს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მუშაობდნენ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჩხერის მიწის მართვის სამმართველოში და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მიუღებელი დარჩათ ხელფასი. ნ. დ-ძე არის გარდაცვილილი სამმართველოს უფროსის რ. ქ-ძის მეუღლე და აქვს სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლოს 04.04.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააგენტოს დაევალა მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანების დაანგარიშება და ანაზღაურება, უარი ეთქვათ მოსარჩელეებს თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07%-ის ანაზღაურებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.»
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ. დ-ძისათვის 1133 ლარისა და 38 თეთრის, ნ. ქ-ძისათვის 1001 ლარისა და 5 თეთრის, გ. ც-შვილისათვის 175 ლარისა და 20 თეთრის, გ. ნ-ძისთვის 561 ლარისა და 35 თეთრის, ი. მ-შვილისათვის 207 ლარისა და 90 თეთრის, მ. ა-ძისათვის 174 ლარისა და 44 თეთრის, მ. თ-ძისათვის 629 ლარისა და 70 თეთრის, ო. ა-შვილისთვის 93 ლარისა და 73 თეთრის, ი. გ-შვილისათვის 559 ლარისა და 51 თეთრის, თ. ს-შვილისათვის 420 ლარისა და 69 თეთრის, მ. მ-ძისათვის 142 ლარისა და 83 თეთრის, ვ. ჭ-ძისათვის 197 ლარისა და 09 თეთრის, ნ. კ-ძისათვის 570 ლარისა და 38 თეთრის, მ. ა-ძისათვის 303 ლარისა და 61 თეთრის, გ. ბ-ძისათვის 389 ლარისა და 82 თეთრის, ო. კ-ძისათვის 221 ლარისა და 46 თეთრის, გ. შ-ძისათვის 220 ლარისა და 97 თეთრის, გ. ნ-ძისათვის 608 ლარისა და 92 თეთრის, ვ. ა-შვილისათვის 108 ლარისა და 40 თეთრის, ბ. ჭ-ძისათვის 139 ლარისა და 70 თეთრის, მ. ა-შვილისათვის 293 ლარისა და 88 თეთრის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დაეკისრა, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის სახელფასო დავალიანების 0,07%-ის ანაზღაურებაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ საჩხერის მიწის მართვის სამმართველოში და სამსახურიდან გათავისუფლებისას მიუღებელი დარჩათ ხელფასი, რომლის ოდენობასაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა განსაზღვრული თანხის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტაციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეს სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო» წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 09.07.04წ. ¹56 დადგენილებაზე, რომლის თანახმად, სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს» «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» კანონის თანახმად უნდა გადაეცეს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნება და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის განსაზღვრული საშტატო რიცხოვნებისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.04წ. ¹1633 ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს ეთხოვა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი მთლიანად გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, რათა ამ თანხებიდან განხორციელებულიყო სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშაკებთან ანგარიშსწორება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, აღნიშნული თანხა არ იყო საკმარისი სახელფასო დავალიანების ასანაზღაურებლად, მაგრამ ეს გარემოება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.» კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
28.05.09წ. ნ. დ-ძემ, ნ. ქ-ძემ, გ. ც-შვილმა, გ. ნ-ძემ, ი. მ-შვილმა, თ. ს-შვილმა, მ. ა-ძემ, მ. თ-ძემ, ი. გ-შვილმა, მ. მ-ძემ, ვ. ჭ-ძემ, ნ. კ-ძემ, მ. ა-ძემ, გ. ბ-ძემ, ო. კ-ძემ, გ. ნ-ძემ, ვ. ა-შვილმა, ბ. ჭ-ძემ, ო. ა-შვილმა და მ. ა-შვილმა განცხადებით მიმართეს საკასაციო სასამართლოს და სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით გათვალისწინებულია გარკვეული თანხა ლიკვიდირებული მიწის მართვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დასაფარავად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 26.01.09წ. ¹11 §18 ბრძანებით შეიქმნა კომისია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთა სასარგებლოდ არსებული კრედიტორული დავალიანების რეალობის დადგენის მიზნით. კომისიამ დაადგინა მათ მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ოდენობა და იუსტიციის სამინისტროს ეკონომიურმა დეპარტამენტმა მოითხოვა მოსამსახურე ბანკის რეკვიზიტები და ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება მათი ხელფასი. იუსტიციის სამინისტრო მზადაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით გაისტუმროს მათი სახელფასო დავალიანება. 01.06.09წ. გ. შ-ძემ მიმართა საკასაციო პალატას და სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა ნ. დ-ძის, ნ. ქ-ძის, გ. ც-შვილის, გ. ნ-ძის, ი. მ-შვილის, თ. ს-შვილის, მ. ა-ძის, მ. თ-ძის, ი. გ-შვილის, მ. მ-ძის, ვ. ჭ-ძის, ნ. კ-ძის, მ. ა-ძის, გ. ბ-ძის, ო. კ-ძის, გ. ნ-ძის, ვ. ა-შვილის, გ. შ-ძის, ბ. ჭ-ძის, ო. ა-შვილის და მ. ა-შვილის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელეებმა განაცხადეს რა უარი სარჩელზე, გამოხატეს თავიანთი ნება საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ვინაიდან სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.
საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. დ-ძის, ნ. ქ-ძის, გ. ც-შვილის, გ. ნ-ძის, ი. მ-შვილის, თ. ს-შვილის, მ. ა-ძის, მ. თ-ძის, ი. გ-შვილის, მ. მ-ძის, ვ. ჭ-ძის, ნ. კ-ძის, მ. ა-ძის, გ. ბ-ძის, გ. შ-ძის, ო. კ-ძის, გ. ნ-ძის, ვ. ა-შვილის, ბ. ჭ-ძის, ო. აბრამიშვილის და მ. ა-შვილის განცხადება სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.08. განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.04.08წ. გადაწყვეტილება და ნ. დ-ძის, ნ. ქ-ძის, გ. ც-შვილის, გ. ნ-ძის, ი. მ-შვილის, თ. ს-შვილის, მ. ა-ძის, მ. თ-ძის, ი. გ-შვილის, მ. მ-ძის, ვ. ჭ-ძის, ნ. კ-ძის, მ. ა-ძის, გ. ბ-ძის, ო. კ-ძის, გ. ნ-ძის, ვ. ა-შვილის, გ. შ-ძის, ბ. ჭ-ძის, ო. ა-შვილის, მ. ა-შვილის და სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს» შორის არსებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.