ბს-339-326(კ-09) 25 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ძის, დ. თ-ძის, ა. თ-ძის, ლ. ბ-ძისა და დ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 13 მარტს გ. გ-ძემ, დ. თ-ძემ, ა. თ-ძემ, ლ. ბ-ძემ და დ. კ-ძემ სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების _ ქ. ბათუმის საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის, ქ. ბათუმის მერიის, შპს «...» და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების ბათილად ცნობა; თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 12 იანვრის ¹13 ოქმის ბათილად ცნობა მოსარჩელეთა ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა, გაეუქმებინა ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე _ გაეუქმებინა საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი; შპს «...» დავალებოდა, შეეტანა ცვლილებები მის მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვით სიტუაციურ გეგმა-ნახაზში, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე და საკადასტრო ნახაზში აღენიშნა მოსარჩელეთა მიერ აშენებული კომერციული ობიექტები, ფართით _ 245 კვ.მ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა, შეეტანა ცვლილება მის მიერ გაცემულ საკადასტრო რუკაში, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე და საკადასტრო რუკაში აღენიშნა მოსარჩელეთა კომერციული ობიექტები; თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას დავალებოდა, საკუთრების უფლების აღიარების გზით, გადაეცა მოსარჩელეთათვის საკუთრებაში ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში (... ქ. ¹13ა) არსებული 345 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ძის, დ. თ-ძის, ა. თ-ძის, ლ. ბ-ძისა და დ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანება; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. გ-ძის, დ. თ-ძის, ა. თ-ძის, ლ. ბ-ძისა და დ. კ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-ძემ, დ. თ-ძემ, ა. თ-ძემ, ლ. ბ-ძემ და დ. კ-ძემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ძის, დ. თ-ძის, ა. თ-ძის, ლ. ბ-ძისა და დ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ზ. ც-ძეს გ. გ-ძის, დ. თ-ძის, ა. თ-ძის, ლ. ბ-ძისა და დ. კ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ძის, დ. თ-ძის, ა. თ-ძის, ლ. ბ-ძისა და დ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ზ. ც-ძეს დაუბრუნდეს გ. გ-ძის, დ. თ-ძის, ა. თ-ძის, ლ. ბ-ძისა და დ. კ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.