Facebook Twitter
ბს-366-351(კ-09)

ბს-366-351(კ-09) 13 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ფ-შვილის, ს. ხ-შვილის, ი. ჯ-აიას, მ. კ-ძის, თ. ო-შვილის, ა. ბ-შვილის, ნ. გ-შვილის, რ. ჯ-იას, ჯ. ბ-ძის, მ. ა-ძისა და მ. ლ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ფ-შვილმა, ს. ხ-შვილმა, ი. ჯ-აიამ, მ. კ-ძემ, თ. ო-შვილმა, ა. ბ-შვილმა, ნ. გ-შვილმა, რ. ჯ-იამ, ჯ. ბ-ძემ, მ. ა-ძემ და მ. ლ-ძემ 26.03.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მესამე პირის _ საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიმართ და დაუმთავრებელი კოოპერატიული ბინათმშენებლობის გამო, სახელმწიფოს მიერ ვალად აღიარებული ფულადი ვალდებულების გადახდისა და აღიარებული ვალდებულების შეუსრულებლობით – ბინების გაძვირებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.06.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალდებულებაზე, განახორციელოს ქმედება – აუნაზღაუროს მოსარჩელეებს მიუღებელი საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ ფულადი თანხა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ფ-შვილმა, ს. ხ-შვილმა, ი. ჯ-აიამ, მ. კ-ძემ, თ. ო-შვილმა, ა. ბ-შვილმა, ნ. გ-შვილმა, რ. ჯ-იამ, ჯ. ბ-ძემ, მ. ა-ძემ და მ. ლ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.06.07წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ფ-შვილმა, ს. ხ-შვილმა, ი. ჯ-აიამ, მ. კ-ძემ, თ. ო-შვილმა, ა. ბ-შვილმა, ნ. გ-შვილმა, რ. ჯ-იამ, ჯ. ბ-ძემ, მ. ა-ძემ და მ. ლ-ძემ, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-შვილის, ს. ხ-შვილის, ი. ჯ-აიას, მ. კ-ძის, თ. ო-შვილის, ა. ბ-შვილის, ნ. გ-შვილის, რ. ჯ-იას, ჯ. ბ-ძის, მ. ა-ძისა და მ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ფ-შვილის, ს. ხ-შვილის, ი. ჯ-აიას, მ. კ-ძის, თ. ო-შვილის, ა. ბ-შვილის, ნ. გ-შვილის, რ. ჯ-იას, ჯ. ბ-ძის, მ. ა-ძისა და მ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ფ-შვილის, ს. ხ-შვილის, ი. ჯ-აიას, მ. კ-ძის, თ. ო-შვილის, ა. ბაფხოშვილის, ნ. გ-შვილის, რ. ჯ-იას, ჯ. ბ-ძის, მ. ა-ძისა და მ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.