ბს-37-37(2კ-09) 25 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. გ. ა-ძე (მოსარჩელე)
2. ქ. ბათუმის მერია (მოპასუხე)
მოპასუხეები: თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება
განხილვის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 30 იანვარს გ. ა-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 3 იანვრის ¹10 ოქმის ამონაწერის თანახმად, კომისიამ დაადგინა, რომ გ. ა-ძის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის და საქართველოს პრზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით განსაზღვრულ პირობებს. ხსენებული კომისიის გადაწყვეტილებით გ. ა-ძე არ ჩაითვალა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის არც მართლზომიერ მფლობელად, არც კანონიერ მოსარგებლედ და არც თვითნებურ დამკავებლად. შესაბამისად, მას უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამავე გადაწყვეტილებით გ. ა-ძისათვის ცნობილი გახდა, რომ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 26 იანვრის ¹34 ბრძანებით გაუქმდა ქ. ბათუმის მერიასა და შპს «...» შორის 2003 წელს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დადებული იჯარის ხელშეკრულება. ბათუმის მერიას ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გამართული ადმინისტრაციული წარმოებისა და შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე არ უცნობებია არც შპს «...» და არც გ. ა-ძისათვის, მაშინ როცა ამ უკანასკნელმა 2003 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში, შეიძინა სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობები.
მოსარჩელის განმარტებით, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა, როგორც «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის, ისე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 3 იანვრის ¹10 ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მთავარ საფუძვლად მითითებული იყო, თითქოს ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 26 იანვრის ¹34 ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერში განხორციელდა ცვლილებები და სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე გაუქმდა გ. ა-ძის საკუთრების უფლება, რაც, მოსარჩელის განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
მოსარჩელის განმარტებით, «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, გ. ა-ძე წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის კანონიერ მოსარგებლეს, რადგანაც მან ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლება მოიპოვა 2003 წელს, ამავე მიწის ნაკვეთის მოიჯარისაგან _ შპს «...». აქედან გამომდინარე, კომისიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება გ. ა-ძის, როგორც კანონიერი მოსარგებლის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №10 ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, ქ. ბათუმში, ... ქუჩის №...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მისი, როგორც კანონიერი მოსარგებლის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
2008 წლის 4 თებერვალს მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოპასუხეებად თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიასთან ერთად ქ. ბათუმის მერია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური დაასახელა და დამატებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 2 თებერვალს შესრულებული ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით ყადაღა დაედო ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩაება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერი ქ. ბათუმში, ... ქუჩის №...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მერიის საკუთრების თაობაზე და თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №10 საოქმო გადაწყვეტილება გ. ა-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კომისიას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ... ქუჩის №...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ. ა-ძის, როგორც კანონიერი მოსარგებლის, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ა-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹...-ში მდებარე 1040 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების შესახებ განხორციელებული ჩანაწერი 62,82 კვ.მ-ის ნაწილში; გ. ა-ძის სარჩელი თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიის 2008 წლის 3 იანვრის ¹10 საოქმო გადაწყვეტილების (გ. ა-ძის ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობისა და სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ა-ძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 2003 წლის 18 თებერვლის №7 დადგენილების საფუძველზე შპს «...” და ქ. ბათუმის მერიას შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ... ქუჩის №...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. სადავო არ იყო, რომ იჯარის უფლება შპს «...” მოიპოვა კონკურსისა და აუქციონის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის მარტში გ. ა-ძემ შპს «...” შეიძინა ქ. ბათუმში, ... ქუჩის №...-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობები (ბენზინგასამართი სადგური), რომელიც 2003 წლის მარტში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. გ. ა-ძემ მიმართა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქუჩის №...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარება. კომისიამ 2008 წლის 3 იანვრის №10 საოქმო გადაწყვეტილებით გ. ა-ძეს უარი უთხრა ქ. ბათუმში, ... ქუჩის №...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. გ. ა-ძეს კომისიის მიერ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მისი მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით განსაზღვრულ პირობებს. ამავე გადაწყვეტილებით გ. ა-ძე არ ჩაითვალა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის არც მართლთლზომიერ მფლობელად, არც კანონიერ მოსარგებლედ და არც თვითნებურად დამკავებლად იმ მოტივით, რომ, მართალია, მას 2007 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა მოპოვებული სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება, მაგრამ ეს უფლება გაუქმებული იყო ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 2003 წლის 18 თებერვლის №7 დადგენილებით შპს «...», ყოველგვარი კონკურსისა და აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1040 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2003 წლის 14 მარტის სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მდგარი შენობა-ნაგებობები შეძენილ იქნა გ. ა-ძის მიერ და იგი გახდა შპს «...» მიერ კანონდარღვევით მოპოვებული მიწის ნაკვეთის მოიჯარე. ხსენებული დარღვევის გამო, ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 26 იანვრის №34 ბრძანებით, ბათილად გამოცხადდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 2003 წლის 18 თებერვლის №7 დადგენილება და ამ დადგენილების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებები. კომისიამ გ. ა-ძეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი განუცხადა აგრეთვე იმ საფუძვლითაც, რომ კომისიის მიერ განცხადების განხილვის დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ 1040 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში, მესაკუთრე იყო ქ. ბათუმის მერია, ხოლო შენობა-ნაგებობის, სასარგებლო ფართით 62,81 კვ.მ კი იყო გ. ა-ძის საკუთრება. რეგისტრაციის თარიღი _ 2003 წლის 17 მარტი. რეგისტრაციის საფუძველი _ ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 26 იანვრის №34 ბრძანება და 2003 წლის 14 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 26 იანვრის №34 ბრძანებით ბათილად გამოცხადდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 2003 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება შპს «...» ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში (ავტოგასამართი სადგურის ტერიტორია) მდებარე 1040 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით სარგებლობაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით ბათილად გამოცხადდა ასევე 2003 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებები. 2007 წლის 26 იანვრის №34 ბრძანების მე-5 პუნქტით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ამ ბრძანებით ბათილად ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 1998 წლის 16 მარტის №3443 აქტით ექსპლოატაციაში იქნა მიღებული შპს «...» ბენზინგასამართი სადგური, სავაჭრო (საწარმო) ფართით 62კვ.მ, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში. 2003 წლის 14 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს «...» მიჰყიდა გ. ა-ძეს ზენზინგასამართი სადგურის შენობა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში, სასარგებლო ფართით 62,81 კვ.მ, მიწის ნაკვეთი 1040 კვ.მ სახელმწიფო საკუთრება იყო. 2004 წლის 25 თებერვალს შედგენილი ტექნიკური პასპორტით დასტურდებოდა, რომ ბენზინგასამართი სადგური განთავსებული იყო 1040 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასებით მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს არ გააჩნდა გ. ა-ძის კუთვნილი 62,82 კვ.მ ფართის შენობის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის «ა” პუნქტით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში იყო: თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას. იმავე კანონის 67-ე მუხლის 14-ლი პუნქტით მიეთითა, რომ ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრირდებოდა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ”ბ” პუნქტით თვითმმართველი ერთეული განმარტებული იყო, როგორც დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავდა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, ჰქონდა საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი და დამოუკიდებელი იურიდიული პირი იყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1998 წლის 16 მარტის №3443 აქტითა და 2003 წლის 14 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვეოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში იყო, მაშასადამე, იგი არ ყოფილა ქ. ბათუმის მერიის საკუთრება. ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 26 იანვრის №34 ბრძანებით არ მიღებულა გადაწყვეტილება სადავო ნაკვეთის მერიის საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით. სარეგისტრაციო სამსახურისათვის მიმართვის შესახებ, ხსენებული ბრძანების მე-5 პუნქტით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ამ ბრძანებით ბათილად ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, რაც ვერ განაპირობებდა ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების რეგისტრაციას, რამდენადაც ამ ბრძანებით ბათილად გამოცხადდა მხოლოდ შპს «...” მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ 2003 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის ქ. ბათუმის მერიის სახელზე რეგისტრაციის საფუძველი იყო 2007 წლის 26 იანვრის №34 ბრძანება. აღნიშნული ბრძანებით არ დადგენილა ქ. ბათუმის მერიის საკუთრება, ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში მდებარე 1040 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, იგი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო უფლების დამდგენ დოკუმენტად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის (2007 წლის 11 მაისის ცვლილებებამდე) მე-5 მუხლით საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდებოდა უფლების დამადასტურებელი საბუთებისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის «რ” პუნქტით უფლების დამადასტურებელ საბუთად მიიჩნეოდა კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, მის გადაცემას ან მიტოვებას, აგრეთვე საკუთრების უფლებაზე რაიმე ზეგავლენის წარმოშობას, შეჩერებას, მასში ცვლილების შეტანას ან შეწყვეტას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში ქ. ბათუმის მერიის სახელზე, ქ. ბათუმში, ... ქ. ...-ში მდებარე 1040 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება და საკრებულოს კომისიის 2008 წლის 3 იანვრის საოქმო გადაწყვეტილების მოტივაცია, რომ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 26 იანვრის №34 ბრძანებით გ. ა-ძეს გაუუქმდა შენობაზე საკუთრების უფლება. ასეთ მითითებას 2007 წლის 26 იანვრის ბრძანება არ შეიცავდა, ხოლო ის გარემოება, რომ ქ. ბათუმის მერის ბრძანებით ბათილად გამოცხადდა 2003 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებები, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ ნიშნავდა შენობაზე გ. ა-ძის საკუთრების უფლების ანულირებას, რამდენადაც შპს «...» და გ. ა-ძეს შორის ბენზინგასამართი სადგურის შენობის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის №7 დადგენილების საფუძველზე. ამასთან, არსებითი მნიშვნელობის მქონე იყო ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში გ. ა-ძის სახელზე შენობის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერი კომისიის მიერ გ. ა-ძის განცხადების განხილვის დროისათვის გაუქმებული არ ყოფილა. ამდენად, კომისიის უარი, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს გაუუქმდა საკუთრების უფლება, დაუსაბუთებელი იყო.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კომისიის 2008 წლის 3 იანვრის ¹10 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე უსაფუძლო იყო, რამდენადაც კომისიას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი ეღიარებინა გ. ა-ძის საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე იმის გათვალისწინებით, რომ ნაკვეთი ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას წარმოადგენდა და არა სახელმწიფო საკუთრებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გ. ა-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამაც. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრისა და 11 მარტის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მერიისა და გ. ა-ძის საკასაციო საჩივრები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 19 მარტამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით ქ. ბათუმის მერიისა და გ. ა-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2009 წლის 21 მაისს, 11.30 საათზე.
მოცემული საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კერძოდ, 2009 წლის 25 ივნისს, გ. ა-ძის წარმომადგენელმა ჟ. ჯ-ძემ და ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა გ. მ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს ქ. ბათუმის მერიასა და გ. ა-ძეს შორის 2009 წლის 22 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტი. აღნიშნულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
«საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-37-37(2კ-09) ქ. ბათუმის მერიისა და გ. ა-ძის საკასაციო საჩივრების გამო, საქმეზე გ. ა-ძის სარჩელის გამო ქ. ბათუმის მერიის მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმის მერიაზე. მხარეები, ერთი მხრივ _ ქ. ბათუმის მერია და მეორე მხრივ _ გ. ა-ძე შეთანხმდნენ და წინამდებარე მორიგების აქტი გააფორმეს შემდეგზე:
1. მხარეები საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ ¹ბს-37-37(2კ-09) ადმინისტრაციულ საქმეს დაამთავრებენ მორიგებით და გ. ა-ძე ქ. ბათუმის მერიის ანგარიშზე შეიტანს მიწის ნაკვეთის ღირებულებას, 1 კვ.მ-ზე 62 (სამოცდაორი) ლარს;
2. გ. ა-ძე ქ. ბათუმის მერის სასარგებლოდ სულ გადაიხდის 66000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარს;
3. გ. ა-ძის მიერ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის _ 66000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარის სრულად გადახდა უნდა განხორციელდეს 2009 წლის 30 ივლისამდე;
4. გ. ა-ძე თანხის გადარიცხვას მოახდენს ქ. ბათუმის მერიის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღები _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ბათუმი), ანგარიში _ 200122900. მიმღების ბანკის _ სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი _ 220101 222. ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი _ 300693390;
5. ქ. ბათუმის მერია თანახმაა გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 26 იანვრის ¹34 ბრძანების საფუძველზე, თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღნიშნული 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ 172,34 კვ.მ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ 66000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარის სრულად გადახდის შემდეგ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს გ. ა-ძეზე;
6. ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მასზე არსებულ 172,34 შენობა-ნაგებობებთან ერთად გ. ა-ძის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვა მოხდეს მხოლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის _ 66000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარის ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ სრულად გადახდის შემდეგ;
7. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის ¹14ყ/დ განჩინებით გ. ა-ძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს;
8. გ. ა-ძე ვალდებულია, წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყადაღის მოხსნის ნაწილში აღსასრულებლად წარადგინოს მხოლოდ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ 66000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარის სრულად გადახდის შემდეგ;
9. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ისინი წარმოადგენენ სათანადოდ უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
10. შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, ან/და დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილება ან მიმდინარე სასამართლო დავა, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხების ნამდვილობაზე მთლიანად, ან მისი ცალკეული დებულებების აღსრულებაზე;
11. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმისწარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
12. მხარეები წინამდებარე შეთანხმებით ადასტურებენ, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიან რეპუტაციას, იმიჯსა და ავტორიტეტს, ადასტურებენ და იღებენ ვალდებულებებს უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რაც საზიანოა ერთმანეთის იმიჯისათვის და ატარებს რეპუტაციის შემლახველ ხასიათს. ასევე თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები არ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი იქნება მხარეთა საქმიანი რეპუტაციისათვის და არ მიმართავენ ისეთ ხერხებს, რომელიც გამოიხატება მხარეთა იმიჯის შემლახავი ცნობების გავრცელებაში საჯაროდ თუ დახურული ფორმით;
13. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთნხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;
14. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარეები თანახმანი არიან, რომ მორიგების პროცესში ერთმანეთისათვის ცნობილი კომერციული, პირადი და საქმიანი ინფორმაციები დაცული იქნება მესამე პირებზე გადაცემისაგან;
15. წინამდებარე შეთანხმება თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად როგორც მისი ხელმომწერი მხარეებისათვის, ასევე მათი სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის;
16. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;
17. მხარეები თანახმანი არიან წინამდებარე შეთანხმება გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მორიგების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რათა შეწყდეს სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება;
18. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად და ყოველი ეგზემპლარის თითოეული გვერდი დამოწმებულია ქ. ბათუმის მერიის ბეჭდით. მორიგების აქტის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს;
19. მხარეთა მიერ, ამ შეთანხების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში».
ქ. ბათუმის მერიასა და გ. ა-ძეს შორის 2009 წლის 22 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტი ხელმოწერილია ქ. ბათუმის მერიის მხრიდან ქ. ბათუმის მერის _ რ. ჩ-ძის, ხოლო გ. ა-ძის მხრიდან _ თვით გ. ა-ძის მიერ და დამოწმებულია ქ. ბათუმის მერიის ბეჭდით.
მოცემული საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კერძოდ, 2009 წლის 25 ივნისს, გ. ა-ძის წარმომადგენელმა ჟ. ჯ-ძემ შუამდგომლობა დააყენა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გ. ა-ძის სარჩელზე მოპასუხეების _ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ გ. ა-ძესა და ქ. ბათუმის მერიას შორის გაფორმდა მორიგების აქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინებით გ. ა-ძის წარმომადგენლის _ ჟ. ჯ-ძის შუამდგომლობის განხილვა და მორიგების აქტის დამტკიცება ზეპირი მოსმენის გარეშე დადგინდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო გ. ა-ძესა და ქ. ბათუმის მერიას შორის 2009 წლის 22 ივნისს გაფორმებულ მორიგების აქტს და გ. ა-ძის წარმომადგენელ ჟ. ჯ-ძის შუამდგომლობას გ. ა-ძის სარჩელზე, მოპასუხეების _ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიაჩნია, რომ გ. ა-ძესა და ქ. ბათუმის მერიას შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს აღნიშნული აქტის მიხედვით და საქმის წარმოება შეწყდეს გ. ა-ძის სარჩელის გამო მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ მორიგების აქტის დამტკიცების გამო, ხოლო გ. ა-ძის წარმომადგენელ ჟ. ჯ-ძის შუამდგომლობა გ. ა-ძის სარჩელზე მოპასუხეების _ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება გ. ა-ძის სარჩელის გამო მოპასუხეების _ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ქ. ბათუმის მერიასა და გ. ა-ძეს შორის 2009 წლის 22 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები და, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გ. ა-ძის წარმომადგენელმა ჟ. ჯ-ძემ (საქმეში წარმოდგენილია სარჩელზე უარის თქმის სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა) სარჩელზე მოპასუხეების _ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა. ამასთან, ფიზიკური პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან გ. ა-ძეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს ქ. ბათუმის მერიასა და გ. ა-ძეს შორის 2009 წლის 22 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
1.1. მხარეები საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ ¹ბს-37-37(2კ-09) ადმინისტრაციულ საქმეს დაამთავრებენ მორიგებით და გ. ა-ძე ქ. ბათუმის მერიის ანგარიშზე შეიტანს მიწის ნაკვეთის ღირებულებას, 1 კვ.მ-ზე 62 (სამოცდაორი) ლარს;
1.2. გ. ა-ძე ქ. ბათუმის მერის სასარგებლოდ სულ გადაიხდის 66000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარს;
1.3. გ. ა-ძის მიერ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის _ 66000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარის სრულად გადახდა უნდა განხორციელდეს 2009 წლის 30 ივლისამდე;
1.4. გ. ა-ძე თანხის გადარიცხვას მოახდენს ქ. ბათუმის მერიის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღები _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ბათუმი), ანგარიში _ 200122900. მიმღების ბანკის _ სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი _ 220101 222. ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი _ 300693390;
1.5. ქ. ბათუმის მერია თანახმაა გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 26 იანვრის ¹34 ბრძანების საფუძველზე თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეორნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღნიშნული 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ 172,34 კვ.მ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ 66000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარის სრულად გადახდის შემდეგ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს გ. ა-ძეზე;
1.6. ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მასზე არსებულ 172,34 შენობა-ნაგებობებთან ერთად გ. ა-ძის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვა მოხდეს მხოლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის _ 66000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარის ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ სრულად გადახდის შემდეგ;
1.7. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის ¹14ყ/დ განჩინებით გ. ა-ძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს;
1.8. გ. ა-ძე ვალდებულია, წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 1050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყადაღის მოხსნის ნაწილში აღსასრულებლად წარადგინოს მხოლოდ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ 66000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარის სრულად გადახდის შემდეგ;
1.9. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ისინი წარმოადგენენ სათანადოდ უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
1.10. შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის შემდგომ და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, ან/და დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილება ან მიმდინარე სასამართლო დავა, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხების ნამდვილობაზე მთლიანად, ან მისი ცალკეული დებულებების აღსრულებაზე;
1.11. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმისწარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
1.12. მხარეები წინამდებარე შეთანხმებით ადასტურებენ, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიან რეპუტაციას, იმიჯსა და ავტორიტეტს, ადასტურებენ და იღებენ ვალდებულებებს უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რაც საზიანოა ერთმანეთის იმიჯისათვის და ატარებს რეპუტაციის შემლახველ ხასიათს. ასევე თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები არ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი იქნება მხარეთა საქმიანი რეპუტაციისათვის და არ მიმართავენ ისეთ ხერხებს, რომლებიც გამოიხატება მხარეთა იმიჯის შემლახავი ცნობების გავრცელებაში საჯაროდ თუ დახურული ფორმით;
1.13. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთნხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;
1.14. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარეები თანახმანი არიან, რომ მორიგების პროცესში ერთმანეთისათვის ცნობილი კომერციული, პირადი და საქმიანი ინფორმაციები დაცული იქნება მესამე პირებზე გადაცემისაგან;
1.15. წინამდებარე შეთანხმება თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად როგორც მისი ხელმომწერი მხარეებისათვის, ასევე მათი სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის;
1.16. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;
1.17. მხარეები თანახმანი არიან წინამდებარე შეთანხმება გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მორიგების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რათა შეწყდეს სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება;
1.18. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად და ყოველი ეგზემპლარის თითოეული გვერდი დამოწმებულია ქ. ბათუმის მერიის ბეჭდით. მორიგების აქტის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს;
1.19. მხარეთა მიერ, ამ შეთანხების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში.
2. მოსარჩელე გ. ა-ძესა და მოპასუხე ქ. ბათუმის მერიას შორის დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
3. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
4. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის _ მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით);
5. გ. ა-ძის წარმომადგენელ ჟ. ჯ-ძის შუამდგომლობა სარჩელზე მოპასუხეების _ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
6. მოსარჩელე გ. ა-ძესა და მოპასუხეებს _ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს შორის დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ აღნიშნული მოპასუხეების მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო;
7. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
8. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
9. გ. ა-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი;
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.