ბს-389-374(კ-09) 1 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ნ-შვილის, ამავდროულად მისი, როგორც ე. მ-ულის, ი. გ-შვილის, ლ. მ-ხის, გ. ს-ძის, ვ. ი-შვილის, მ. ა-შვილის, ლ. თ-იას, ნ. ხ-ძის, ც. ჯ-ძის, ნ. ბ-შვილის, ლ. ქ-შვილის, ქ. ნ-შვილის, ლ. ბ-ძის, ლ. ტ-ძის, ნ. ს-ძის, ზ. ი-ელის, ი. ტ-შვილის, მ. ქ-შვილის, რ. თ-შვილის, კ. გ-შვილის, ნ. მ-შვილის, თ. ხ-ძის, ს. ჭ-შვილის, ვ. გ-ძის, ლ. ქ-ძის, ლ. წ-ლის, თ. თ-ძის წარმომადგენლის, ასევე გ. მ-შვილის, თ. ხ-ძის, მ. ა-ძის, გ. ლ-ძის, გ. ც-შვილის, მ. ხ-ძის, მ. მ-შვილის, ბ. კ-შვილის, ქ. ფ-ავას, ქ. ბ-შვილის, ა. დ-ძის, ლ. მ-ძის, ვ. კ-შვილის, ნ. ბ-ძის, თ. რ-ძისა და ო. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 30 მარტს ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «...» წევრებმა ზ. ნ-შვილმა, ე. მ-ულმა, ი. გ-შვილმა, ლ. მ-ხმა, გ. მ-შვილმა, გ. ს-ძემ, თ. ხ-ძემ, მ. ა-ძემ, ვ. ბ-ძემ, ვ. ი-შვილმა, მ. ა-შვილმა, ლ. თ-იამ, ნ. ხ-ძემ, გ. ლ-ძემ, გ. ც-შვილმა, ც. ჯ-ძემ, ნ. ბ-შვილმა, ლ. ქ-შვილმა, ქ. ნ-შვილმა, ლ. ბ-ძემ, ლ. ტ-ძემ, ნ. ს-ძემ, მ. ხ-ძემ, მ. მ-შვილმა, ბ. კ-შვილმა, ზ. ი-ელმა, ქ. ფ-ავამ, ი. ტ-შვილმა, მ. ქ-შვილმა, ნ. ქ-ძემ, რ. თ-შვილმა, ქ. ბ-შვილმა, ა. დ-ძემ, კ. გ-შვილმა, დ. ჩ-ძემ, ნ. მ-შვილმა, თ. ხ-ძემ, ს. ჭ-შვილმა, ლ. მ-ძემ, ვ. კ-შვილმა, ნ. ბ-ძემ, თ. რ-ძემ, ო. ა-ძემ, ვ. გ-ძემ, ლ. ქ-ძემ, ლ. წ-ელმა და თ. თ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 28 თებერვლის ¹151 და ¹152 ბრძანებების ბათილად ცნობა მათი გამოცემის დღიდან; მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხისთვის კონკრეტული ოდენობებით თანხების გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ნ-შვილმა, ასევე იმავდროულად მან, როგორც ე. მ-ულის, ი. გ-შვილის, ლ. მ-ხის და სხვათა წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ნ-შვილმა, ამავდროულად მან, როგორც ე. მ-ულის, ი. გ-შვილის, ლ. მ-ხის, გ. ს-ძის, ვ. ი-შვილის, მ. ა-შვილის, ლ. თ-იას, ნ. ხ-ძის, ც. ჯ-ძის, ნ. ბ-შვილის, ლ. ქ-შვილის, ქ. ნ-შვილის, ლ. ბ-ძის, ლ. ტ-ძის, ნ. ს-ძის, ზ. ი-ელის, ი. ტ-შვილის, მ. ქ-შვილის, რ. თ-შვილის, კ. გ-შვილის, ნ. მ-შვილის, თ. ხ-ძის, ს. ჭ-შვილის, ვ. გ-ძის, ლ. ქ-ძის, ლ. წ-ლის, თ. თ-ძის წარმომადგენელმა, ასევე გ. მ-შვილმა, თ. ხ-ძემ, მ. ა-ძემ, გ. ლ-ძემ, გ. ც-შვილმა, მ. ხ-ძემ, მ. მ-შვილმა, ბ. კ-შვილმა, ქ. ფ-ავამ, ქ. ბ-შვილმა, ა. დ-ძემ, ლ. მ-ძემ, ვ. კ-შვილმა, ნ. ბ-ძემ, თ. რ-ძემ და ო. ა-ძემ რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით, ხარვეზის (საკასაციო საჩივარზე ხელმოწერა) შეუვსებლობის გამო, განუხილველი დარჩა ნაილი ქველაძის (ნაწილში) საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ნ-შვილის, ამავდროულად მისი, როგორც ე. მ-ულის, ი. გ-შვილის, ლ. მ-ხის, გ. ს-ძის, ვ. ი-შვილის, მ. ა-შვილის, ლ. თ-იას, ნ. ხ-ძის, ც. ჯ-ძის, ნ. ბ-შვილის, ლ. ქ-შვილის, ქ. ნ-შვილის, ლ. ბ-ძის, ლ. ტ-ძის, ნ. ს-ძის, ზ. ი-ელის, ი. ტ-შვილის, მ. ქ-შვილის, რ. თ-შვილის, კ. გ-შვილის, ნ. მ-შვილის, თ. ხ-ძის, ს. ჭ-შვილის, ვ. გ-ძის, ლ. ქ-ძის, ლ. წ-ლის, თ. თ-ძის წარმომადგენლის, ასევე გ. მ-შვილის, თ. ხ-ძის, მ. ა-ძის, გ. ლ-ძის, გ. ც-შვილის, მ. ხ-ძის, მ. მ-შვილის, ბ. კ-შვილის, ქ. ფ-ავას, ქ. ბ-შვილის, ა. დ-ძის, ლ. მ-ძის, ვ. კ-შვილის, ნ. ბ-ძის, თ. რ-ძისა და ო. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ნ-შვილის, ამავდროულად მისი, როგორც ე. მ-ულის, ი. გ-შვილის, ლ. მ-ხის, გ. ს-ძის, ვ. ი-შვილის, მ. ა-შვილის, ლ. თ-იას, ნ. ხ-ძის, ც. ჯ-ძის, ნ. ბ-შვილის, ლ. ქ-შვილის, ქ. ნ-შვილის, ლ. ბ-ძის, ლ. ტ-ძის, ნ. ს-ძის, ზ. ი-ელის, ი. ტ-შვილის, მ. ქ-შვილის, რ. თ-შვილის, კ. გ-შვილის, ნ. მ-შვილის, თ. ხ-ძის, ს. ჭ-შვილის, ვ. გ-ძის, ლ. ქ-ძის, ლ. წ-ლის, თ. თ-ძის წარმომადგენლის, ასევე გ. მ-შვილის, თ. ხ-ძის, მ. ა-ძის, გ. ლ-ძის, გ. ც-შვილის, მ. ხ-ძის, მ. მ-შვილის, ბ. კ-შვილის, ქ. ფ-ავას, ქ. ბ-შვილის, ა. დ-ძის, ლ. მ-ძის, ვ. კ-შვილის, ნ. ბ-ძის, თ. რ-ძისა და ო. ა-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.