ბს-401-386(კ-09) 11 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. შ-ავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. ლ-შვილმა, თ. გ-ძემ, ნ. ყ-ელმა, ი. შ-ავამ, ნ. გ-ურმა, მ. ჯ-შვილმა, ლ. ქ-ძემ, გ. ლ-ძემ, გ. ტ-შვილმა, ჯ. კ-ძემ, გ. (გ.) ჩ-ძემ, გ. თ-შვილმა, მ. გ-ძემ, ვ. (კ.) რ-ავამ, თ. მ-ძემ, ი. ბ-ძემ, ა. რ-ძემ, ბ. კ-ძემ და გ. ზ-ულმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს “სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის მიწის იჯარით გადაცემის შესახებ” მცხეთის რაიონის გამგეობის 2003 წლის 30 აპრილის ¹57 დადგენილების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლებთან _ 102 ფიზიკურ პირთან, მათ შორის, მათთან გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ მცხეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 1 ნოემბრის ¹447 დადგენილების ბათილად ცნობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით მოსარჩელე გ. ტ-შვილი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ ვ. ტ-შვილით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ლ-შვილის, თ. გ-ძის, ნ. ყ-ელის, ი. შ-ავას, ნ. გ-ურის, მ. ჯ-შვილის, ლ. ქ-ძის, გ. ლ-ძის, გ. ტ-შვილის, ჯ. კ-ძის, გ. ჩ-ძის, გ. თ-შვილის, მ. გ-ძის, ვ. რ-ავას, თ. მ-ძის, ი. ბ-ძის, ა. რ-ძის, ბ. კ-ძისა და გ. ზ-ულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-ძემ, ნ. ყ-ელმა, გ. ლ-ძემ, ვ. ტ-შვილმა, ი. შ-ავამ, ნ. გ-ურმა, მ. ჯ-შვილმა, ლ. ქ-ძემ, ჯ. კ-ძემ, გ. (გ.) ჩ-ძემ, მ. გ-ძემ, ვ. (კ.) რ-ავამ, თ. მ-ძემ, ი. ბ-ძემ, ა. რ-ძემ, ბ. კ-ძემ და გ. ზ-ულმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება. მოგვიანებით, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა გ. შ-ძემ მოითხოვა ზ. ლ-შვილის, მ. ჯ-შვილის, ლ. ქ-ძის, გ. თ-შვილის, ი. შ-ავასა და ნ. გ-ურის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო მესამე პირად _ ქ. თბილისის მერია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელეების _ გ. ზ-ულის, ი. ბ-ძის, ა. რ-ძისა და ბ. კ-ძის ნაწილში, დავის საგნის არარსებობის გამო; გაუქმდა მვხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. ზ-ულის, ი. ბ-ძის, ა. რ-ძისა და ბ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ლ-შვილის, თ. გ-ძის, ნ. ყ-ელის, ნ. გ-ურის, მ. ჯ-შვილის, ლ. ქ-ძის, გ. ლ-ძის, ვ. ტ-შვილის (გ. ტ-შვილის უფლებამონაცვლე), ჯ. კ-ძის, გ. (გ.) ჩ-ძის, გ. თ-შვილის, მ. გ-ძის, ვ. (კ.) რ-ავას, თ. მ-ძის სარჩელი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში ხსენებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; მოსარჩელეების _ თ. გ-ძის, ნ. ყ-ელის, გ. ლ-ძის, ვ. ტ-შვილის, ჯ. კ-ძის, გ. ჩ-ძის, მ. გ-ძის, ვ. რ-ავას, თ. მ-ძის, ზ. ლ-შვილის, მ. ჯ-შვილის, ლ. ქ-ძის, გ. თ-შვილისა და ნ. გ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 1 ნოემბრის ¹447 დადგენილება თ. გ-ძის, ნ. ყ-ელის, გ. ლ-ძის, გ. ტ-შვილის, ჯ. კ-ძის, გ. ჩ-ძის, მ. გ-ძის, ვ. რ-ავას, თ. მ-ძის, ზ. ლ-შვილის, მ. ჯ-შვილის, ლ. ქ-ძის, გ. თ-შვილისა და ნ. გ-ურის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ი. შ-ავამ, რომელმაც მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც ი. შ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. შ-ავას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. შ-ავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ი. შ-ავას საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. შ-ავას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;
3. ი. შ-ავას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.