¹ბს-402-387(2კ-09) 8 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი/მ «თ. უ-შვილმა» 15.05.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 08.07.05წ. ¹443 საგადასახადო შეტყობინების, 13.04.06წ. ¹330 ბრძანების, საგადასახადო დეპარტამენტის 02.05.06წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დარიცხული საურავის გაუქმება და გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.01.07წ. გადაწყვეტილებით ი/მ «თ. უ-შვილის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 13.04.06წ. ¹330 და საგადასახადო დეპარტამენტის 02.05.06წ. ¹617 ბრძანებები, ი/მ «თ. უ-შვილს» აღუდგა გაუქმებული დღგ-ს ჩათვლა 12 338 ლარის ოდენობით და მოეხსნა დარიცხული საურავი 5549 ლარი, გაუქმდა მოსარჩელის ქონების მიმართ სახელმწიფოს სასარგებლოდ წარმოშობილი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ი/მ «თ. უ-შვილის» სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 08.07.05წ. ¹443 შეტყობინების გაუქმების ნაწილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.01.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.12.07წ. განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.01.07წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.11.08წ. გადაწყვეტილებით ი/მ «თ. უ-შვილის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 08.07.05წ. ¹443 საგადასახადო შეტყობინება, 13.04.06წ. ბრძანება და საგადასახადო დეპარტამენტის 02.05.06წ. გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ი/მ «თ. უ-შვილისათვის» საურავების დარიცხვის ნაწილში, ხოლო დღგ-ს ჩათვლების გაუქმების ნაწილში სადავო აქტების ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს უარიEეთქვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.11.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.09წ. განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.11.08წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. კასატორებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.09წ. განჩინების გაუქმება და ი/მ «თ. უ-შვილისათვის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.