Facebook Twitter
ბს-414-399(კ-09) 21 მაისი, 2009წ

ბს-414-399(კ-09) 21 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 1 ივნისს შპს ,,...» დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ დღგ-ის ჩათვლების აღდგენის თაობაზე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,...» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის საგადასახადო ინსპექციას დაევალა დღგ-ს ჩათვლა შემდეგ ანგარიშ-ფაქტურებზე: 1) აა-03 ¹215512, დღგ-ს თანხა 1553 ლარი, 2003 წ. 2) აა-03 ¹215519, დღგ-ს თანხა 1665,62 ლრი, 2003წ. 3) აა-03 ¹2154551 დღგ-ს თანხა 2416,32 ლარი, 2003წ; მოსარჩელეს 2003 წლის ბბ-03 ¹018108 ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ს ჩათვლაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით. საგადასახადო ორგანოს დაევალა გამოეკვლია 2002 წლის მარტში წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით დღგ-ს თანხის - 1298 ლარის, არჩათვლის მართებულობა, ასევე გამოკვლეულიყო _ აა-70 ¹076773 ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ს თანხის - 327 ლარის კუთვნილების საკითხი და ამ გარემოების გამოკვლევის შემდეგ გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას აა 03 ¹215512, აა 03 ¹ 215519 და აა 03 ¹215451 ანგარიშ-ფაქტურებზე დღგ-ს ჩათვლის აღდგენის ნაწილში და ასევე 2002 წლის მარტის თვეში წარდგენილი დღგ-ს 1298 ლარის არ ჩათვლის მართებულობისა და ანგარიშ-ფაქტურა აა ¹076773 კუთვნილების გამოკვლევის ნაწილში და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

2006 წლის 15 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა შპს ,,...»-ის დირექტორმა და მოითხოვა სერია აა-03 ¹215451; სერია აა-03 ¹215512; სერია აა-03 ¹215519, ბბ-03 ¹018108 ანგარიშ-ფაქტურებზე დღგ-ს ჩათვლის აღდგენა და 2002 წლის მარტის თვეში წარდგენილი და გაუტარებელი დღგ-ს დეკლარაცის გატარება თანხით - 1298 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...’’-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...’’ დირექტორმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმება და შპს ,,...’’-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით შპს ,,...’’ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინება და შპს ,,...’’ შეგებებული სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის საოქმო განჩინებით აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტმანეტის თელავის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონული ცენტრით (საგადასახადო ინსპექცია), ხოლო საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,...» შეგეგებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თელავის საგადასახადო ორგანოს დაევალა გამოეკვლია ანგარიშ-ფაქტურა აა ¹076773-ის თანხის 327 ლარის კუთვნილების საკითხი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,...’’-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,...’’ აღუდგა ანგარიშ-ფაქტურა აა ¹076773-ის საფუძველზე გაუქმებული დღგ-ის - 327 ლარის ჩათვლა, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.