ბს-423-408(კ-09) 1 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. შ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 23 სექტემბერს ე. შ-ძემ, როგორც ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის თავმჯდომარემ და აღნიშნული კოოპერატივის წევრების წარმომადგენელმა, სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის საკრებულოს მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრების უფლებების დაცვის ასოციაციაზე. მოსარჩელემ მოითხოვა: ქ. თბილისის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს ¹15.08.312 დადგენილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, ქ. თბილისის 2005 წლის ბიუჯეტიდან ამოღებულ იქნა ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მიერ ქ. თბილისში, ... IV მ/რ-ის ¹35 კორპუსის წარმოებული მშენებლობისათვის გათვალისწინებული ხარჯები 2000000 ლარის ოდენობით; ქ. თბილისის საკრებულოს 2005 წლის 31 აგვისტოს ¹18-1 დადგენილების იმავე ნაწილში ბათილად ცნობა; ქ. თბილისის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს ¹15.08.312 დადგენილებისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2005 წლის 31 აგვისტოს ¹18-1 დადგენილების გასაჩივრებულ ნაწილებში მოქმედების შეჩერება; სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების მოპასუხეებისთვის დაკისრება.
2005 წლის 21 ნოემბერს ე. შ-ძემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც დამატებით მოითხოვა, ქ. თბილისის მთავრობასა და ქ. თბილისის საკრებულოს დავალებოდა, ქ. თბილისის 2006 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ყოფილიყო ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატიული სახლის დასამთავრებლად საჭირო 2000000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. შ-ძემ, როგორც ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის თავმჯდომარემ და აღნიშნული კოოპერატივის წევრების წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. შ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. შ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. შ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.